ევროთასის მეორე ტურში გიორგი შერმადინის "უნიკახამ" მალაგაში 91:64 დაამარცხა ფრანკფურტის "სკილინერსი".
გიორგიმ თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო, 18:05 წუთში 9 ქულა ჩააგდო (3-დან 2 ორქულიანი, 6-დან 5 საჯარიმო), 2-ჯერ მოხსნა ბურთი, 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, 4 პერსონალური მიიღო და მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 10 იყო.
მატჩის საუკეთესო კალათბურთელი შერმადინის თანაგუნდელი კაილ ვილტჯერი გახდა, რომელმაც 15 ქულა ჩააგდო და მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 21 გახლდათ.
"უნიკახამ" სასტარტო 2 ტურში 1 გამარჯვება მოიპოვა და 17 ოქტომბერს მონტენეგროში "მორნარ ბარის" შეხვდება.