eurocupbasketball.com-მა ევროთასის მე-2 ტურში ქართველი ცენტrი გიორგი შერმადინი გამოარჩია და სიუჟეტი მიუძღვნა.
გიორგიმ მონტენეგროში "მორნარ ბართან" მოგებულ შეხვედრაში (96:85) 21:30 წუთში 26 ქულა ჩააგდო, 7-ჯერ მოხსნა ბურთი და მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 34 იყო. აღსანიშნავია, რომ მისმა ნატყორცნმა სამქულიანმაც უწია მიზანს.
გიორგი ყაზანის "უნიკსის" ამერიკელ ლეგიონერთან, რეიმარ მორგანთან ერთად ტურის MVP გახდა.
საინტერესოა, რომ 23 ოქტომბერს მალაგური გუნდი ყაზანურს უმასპინძლებს და შერმადინისა და მორგანის დუელიც შედგება.