ლიგა ენდესას მე-6 ტურში გიორგი შერმადინის "უნიკახამ" მალაგაში "სარაგოსა" 98:82 დაამარცხა.
ქართველმა ცენტრმა 20:33 წუთში 13 ქულა (9-დან 5 ორქულიანი , 4-დან 3 საჯარიმო), 6 მოხსნა, 1 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 18 იყო.
17 ქულით ყველაზე შედეგიანი რენალდას სეიბუტისი (სარაგოსა), ხოლო მატჩის MVP მატიას ლესორტი (უნიკახა, 26 მ.ქ.კ) გახდა.
"უნიკახამ" სეზონის" სტარტზე 5 მატჩი მოიგო, სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა და 3 ნოემბერს ბურგოსში "სან პაბლოს" შეხვდება.