შერმადინმა "ანდორასთან" ორმაგი დუბლი შეასრულა და მატჩის MVP გახდა

AutoSharing Option
ლიგა ენდესას მე-9 ტურში გიორგი შერმადინის "უნიკახამ" სტუმრად 95:84 დაამარცხა "ანდორა" და მატჩის საუკეთესო კალათბურთელი ქართველი ცენტრი გახდა.

შერმადინმა 20:53 წუთში 17 ქულა ჩააგდო (8-დან 8 ორქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 10-ჯერ მოხსნა, 4-ჯერ ჩაჭრა ბურთი, 3-ჯერ დაუფარა მეტოქეს და 31-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP გახდა.

"უნიკახა" 7 მოგებით ჯერჯერობით მესამე ადგილზეა, რაც ამ გუნდისთვის შესანიშნავი შედეგია და 24 ნოემბერს "მურსიას" უმასპინძლებს.

ამას გარდა, მალაგური გუნდი ევროთასზეც წარმატებით ასპარეზობს - 7 ტურში 6 გამარჯვება მოიპოვა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი გიო, აჩვენე შენი კლასი, ვისაც სხვანაირად ჰგონია.
giorgi
14:13 18-11-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული