ლიგა ენდესას მე-11 ტურში თორნიკე შენგელიას და მეტ ჯენინგის "ბასკონიამ" საკუთარ მოედანზე 100:78 დაამარცხა "ბრეოგანი.
ამ შეხვედრაში შენგელიამ 25:28 წუთში 17 ქულა ჩააგდო (7-დან 4 ორქულიანი, 2-დან 2 სამქულიანი, 7-დან 3 საჯარიმო), 5-ჯერ მოხსნა ბურთი, 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და სარგებლოანობის 23-იანი კოეფიციენტი ჰქონდა.
ჯენინგმა 25:59 წუთში თავის გუნდს 8 ქულა შესძინა, 2-ჯერ მოხსნა ბურთი და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.
21 ქულით ყველაზე შედეგიანი ალეკსანდარ ცვეტკოვიჩი (ბრეოგანი), იყო, ხოლო მასპინძელთა გუნდიდან ყველაზე მეტი ლიმანე დიოპმა ჩააგდო (20).
"ბასკონია" 9 მოგებით მეორე ადგილზეა.