თორნიკე შენგელიამ "ბრეოგანს" 17 ქულა ჩაუგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა ენდესას მე-11 ტურში თორნიკე შენგელიას და მეტ ჯენინგის "ბასკონიამ" საკუთარ მოედანზე 100:78 დაამარცხა "ბრეოგანი.

ამ შეხვედრაში შენგელიამ 25:28 წუთში 17 ქულა ჩააგდო (7-დან 4 ორქულიანი, 2-დან 2 სამქულიანი, 7-დან 3 საჯარიმო), 5-ჯერ მოხსნა ბურთი, 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და სარგებლოანობის 23-იანი კოეფიციენტი ჰქონდა.

ჯენინგმა 25:59 წუთში თავის გუნდს 8 ქულა შესძინა, 2-ჯერ მოხსნა ბურთი და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.

21 ქულით ყველაზე შედეგიანი ალეკსანდარ ცვეტკოვიჩი (ბრეოგანი), იყო, ხოლო მასპინძელთა გუნდიდან ყველაზე მეტი ლიმანე დიოპმა ჩააგდო (20).

"ბასკონია" 9 მოგებით
მეორე ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
თორნიკე ბოლო ათწლეულების საუკეთესო ქართველი კალათბურთელია.
ILIA
11:19 10-12-2018
0

სიახლეები პოპულარული