შერმადინის 22 ქულა უნიკახას უნიკსის დასამარცხებლად არ ეყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 დეკემბერს, ევროთასის მე-9 ტურში გიორგი შერმადინის "უნიკახა" ყაზანში დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა "უნიკსთან" 84:87.

მთელი მატჩი ქულა-ქულაში მიდიოდა და საბოლოოდ მასპინძლებმა გამარჯვების მოპოვება მოახერხეს.

შერმადინმა 24:18 წუთში 22 ქულა ჩააგდო (11-დან 9 ორქულიანი, 5-დან 4 საჯარიმო), 7-ჯერ მოხსნა ბურთი, 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და სარგებლიანობის 26-იანი კოეფიციენტით თავის გუნდში საუკეთესო იყო.

გიორგი ამ შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი გახლდათ, მატჩის MVP კი 34-იანი კოეფიციენტით მასპინძელთა გუნდის ამერიკელი ლეგიონერი პიერია ჰენრი გახდა.

D ჯგუფში 8 მოგებით ერთპიროვნული ლიდერი "უნიკსია", "უნიკახა" კი 7 მოგებით
მეორე ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ არ მეშლება ეგ ის ჰენრია "ვითაში" რომ თამაშობდა VTB ლიგაზე.
გულშემატკივარი
06:07 13-12-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული