ბითაძე "ბუდუჩნოსტში" გადავიდა და სავარაუდოდ საქართველოს ნაკრებს ვეღარ დაეხმარება

AutoSharing Option
მოულოდნელი ინფორმაცია გაავრცელა "მეგა ბემაქსმა" - ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე სეზონის ბოლომდე პოდგორიცას "ბუდუჩნოსტში" გაანათხოვრა.

"ბუდუჩნოსტი" სიხარულით იუწყება, რომ ვუნდერკინდი კალათბურთელი მათი გუნდის ღირსებას დაიცავს.

მონტენეგრული გუნდი ადრიატიკის ლიგის გარდა ევროლიგაზეც მონაწილეობს და ბითაძე ალბათ, თებერვალში საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩებში ვერ დაეხმარება.

მითუმეტეს საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი ტედ მაკფადენი ტრავმირებულია, ტენერიფეს "იბეროსტარის" რიგებში ბოლო 3 მატჩში მონაწილეობა არ მიუღია და არა გამორიცხული, ჩვენი გუნდი ლეგიონერის გარეშე დარჩეს.

"ბუდუჩნოსტი" 3 მოგებით ევროლიგაზე მე-15 ადგილზეა, ადრიატიკის ლიგაზე კი 8
მოგებით მე-2 ადგილზე.

შეგახსენებთ, Nbadraft.net-მა გაავრცელა ინფორმაცია,რომ ბითაძე სავარაუდოდ NBA-ს დრაფტზე 24-ე ნომერი იქნება და "ფილადელფია" აიყვანს.

altგოგა ბითაძე: "ბუდუჩნოსტში" თამაში ჩემთვის დიდი პატივი და შანსია

მკითხველის კომენტარები / 17 /
ჩემის აზრით გოგა ბითაძე უფრო ძლიერ გუნდში იმსახურებს თამაშს.
გიოშა
01:24 22-12-2018
0
თუ მარტო თებერვალში ხო მარა მომავალ წელს იგივე თუ მოხდა და რამე არ შეიცვლა ეს ნაკრებისთვის კატასტროფაა.
samana
12:34 21-12-2018
0

სიახლეები პოპულარული