სერბული მედია: გოგა ბითაძის აქამდე ნაჩვენები თამაში, დრაფტზე მის შანსებს წარმოუდგენლად ზრდის

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ გოგა ბითაძე "ბუდოჩნოსტის" კალათბურთელი გახდა, ის ევროლიგაში მოასპარეზე კლუბში სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

სერბული სპორტული გამოცემის Mozzartsport.com-ი ქართველ ტალანტზე სტატიას აქვეყნებს, რომელსაც შემოკლებით გთავაზობთ:

"გოგა ბითაძე ქართული "ვითადან" "მეგა ბიმაქსს" 2015 წლის დეკემბერში შეუერთდა, მან გასული სეზონი "სმერდეროვოს" რიგებში გაატარა, წელს კი დრაგან აპიჩთან ერთად ადრიატიკის ლიგის საუკეთესო ცენტრი იყო. დეიან მილოევიჩმა თამაში თბილისელ ბიჭზე ააწყო და "მეგა ბიმაქსიც" პლეი-ოფში აღმოჩნდა.

ბითაძემ 7 მატჩში 222 ქულა ჩააგდო და ამ მაჩვენებლით მთელ ლიგაში მესამეა, ის მესამეა სარგებლიანობის კოეფიციენტის მიხედვითაც
და საუკეთესოა ბლოკების რაოდენობით.

მაგრამ ეს მხოლოდ სტატისტიკაა, მთლიანობაში ის გაცილებით დიდ გავლენას ახდენს თამაშზე, როგორც ჩანს, დეიან მილოევიჩთან რამდენიმეწლიანმა მუშაობამ შესაბამისი შედეგი გამოიღო, მუდმივმა შრომამ კი 19 წლის ბიჭი ფიზიკურად და მენტალურად გაზარდა და ის ერთ-ერთი საუკეთესო გახდა.

გოგა ბითაძე შემდეგი ეტაპისთვის მზადაა და ეს ეტაპი - ევროლიგაა. ახლა მას ახალ კლუბში, ახალ თანაგუნდელებთან და მუდმივი მგზავრობების დამღლელ ტემპთან შეწყობა მოუწევს, როცა კვირაში მინიმუმუმ ორ მატჩს თამაშობ, თუმცა ბითაძესთვის ეს პრობლემა არ იქნება, ის ალენ ომიჩთან ერთად ითამაშებს და სანამ NBA-ში წავა ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრთან ერთად თამაშის გამოცდილებასაც მიიღებს.

გოგა ბითაძის აქამდე ნაჩვენები თამაში, დრაფტზე მის შანსებს წარმოუდგენლად ზრდის, მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა უკვე დაამტკიცა, რომ შესანიშნავი მსროლელი და სოლიდური მცველია, მას განვითარებისთვის უზარმაზარი დრო აქვს.

ვნახოთ რა იქნება ახლო მომავალში, მანამდე კი დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ  გოგა ბითაძე ადრიატიკის ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა." - ვკითხულობთ Mozzartsport.com-ზე.

altბითაძე "ბუდუჩნოსტში" გადავიდა და სავარაუდოდ საქართველოს ნაკრებს ვეღარ დაეხმარება

altTelegraf.rs: ხედავთ სად არის გოგა ბითაძე? სერბეთს ამ დონის ახალგაზრდა მოთამაშეები არ ჰყავს

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 6 /
ღირსების ორდენი თუ არ ეკუთვნოდეს სერბეთში საქართველოს ასეთი წარმოჩენისათვის. ეს იცით რას ნიშნავს, თვითონ სერბებს აჯობა ტო
ზარმაცი ქართველი
04:07 25-12-2018
0
მაგალითები ბევრი გვაქვს ზედმეტი ქება რა ზიანს აყენებს ახალგაზრდა სპორტსმენს.მასალა კარგია საჭიროა თავდაუზოგავი შრომა.ღმერთმა მისცეს ამის ძალა ჩვენ გასახარად.
თემო
01:30 25-12-2018
0

სიახლეები პოპულარული