ნიღბიანმა თორნიკე შენგელიამ მოსკოვში ფარი ჩამოამსხვრია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 დეკემბერს, ევროლიგის მე-14 ტურში თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის "ბასკონიამ" მოსკოვში "ხიმკი" 85:77 დაამარცხა.

სტუმართა გუნდი თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას, პირველი მეოთხედი 8 ქულით მოიგო, პირველი ტაიმი 7 ქულით, მესამე პერიოდში მასპინძლებმა დაწინაურება მოახერხეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ.

შენგელიამ, რომელიც აშშ-დან დაბრუნდა, ნიღბით ითამაშა (ბარსელონასთან მატჩში ცხვირი გაიტეხა), 24:03 წუთში 8 ქულა (7-დან 4 ორქულიანი) ჩააგდო , 4-ჯერ მოხსნა და 2-ჯერ დაკარგა ბურთი.

აღსანიშნავია, რომ მესამე მეოთხედში როდესაც ბურთის ჩატენვას ცდილობდა, თორნიკემ ფარი ჩამოამსხვრია და თამაში ფარის გამოცვლამდე შეჩერდა.

ჯენინგმა
31:39 წუთში 12 ქულა (3-დან 2 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი, 4-დან 2 საჯარიმო), 2 მოხსნა, ერთხელ დაკარგა ბურთი და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მასპინძლებს ვერ დაეხმარა გუნდის ლიდერი ალეკსეი შვედი, რომელსაც თითი აქვს მოტეხილი.

"ბასკონია" 7 მოგებით მე-10 ადგილზეა და 4 იანვარს სტამბულში "ფენერბახჩეს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
Mgelixar toko ro chagetena dzaan magari iqneboda ¤♡¤♡¤☆☆☆☆
Emigranti
03:16 28-12-2018
1

სიახლეები პოპულარული