ევროთასის მეორე ეტაპის პირველ ტურში გიორგი შერმადინის "უნიკახა" სტუმრად 74:85 დამარცხდა "ვალენსიასთან".
შერმადინმა 15:59 წუთში 5 ქულა ჩააგდო (3-დან 1 ორქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო) და 3-ჯერ მოხსნა ბურთი.
18-18 ქულით ყველაზე შედეგიანები მასპინძელთა გუნდის მოთამაშეები მეტ ტომასი და ვილ ტომასი იყვნენ, 24-იანი კოეფიციენტით კი მატჩის MVP ვალენსიელი ალბერტო ალბალდე გახდა.
"უნიკახადან" 13 ქულით ყველაზე შედეგიანი ხაიმე ფერნანდესი იყო.
"გიპუსკოა" - "უნიკახა" 80:94 - ბურჯანაძე - შერმადინი 15:14
"ბასკონიამ" შერმადინის "უნიკახა" შენგელიას გარეშეც ადვილად დაამარცხა