23 იანვარს, ევროთასის ტოპ 16-ის მეოთხე ტურში გიორგი შერმადინის "უნიკახამ" საფრანგეთში 78:77 სძლია "ლიმოჟს".
შერმადინმა 15 წუთში 7 ქულა (3-დან 2 ორქულიანი, 3-დან 3 საჯარიმო), 3 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა მიითვალა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 11 იყო.
ის სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში და 2 წუთში 7 ქულა ჩააგდო.
"უნიკახა" 3 მოგებით ჯგუფში მეორე ადგილზეა და 30 იანვარს ლიდერ "ვალენსიას" უმასპინძლებს, რომელთანაც პირველ შეხვედრაში დამარცხდა.
შემდეგ ეტაპზე ჯგუფიდან 2 საუკეთესო გუნდი გადის და მალაგელებმა პრაქტიკულად გაინაღდეს პლეი-ოფში თამაში.