25 იანვარს, ევროლიგის მე-20 ტურში გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტმა" საკუთარ მოედანზე "გრან კანარიას" 75:70 სძლია.
ბითაძემ 28:36 წუთში 16 ქულა (7-დან 5 ორქულიანი, 7-დან 6 საჯარიმო), 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 3 დაფარება მიითვალა.
მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 27 იყო და მატჩის MVP გახდა.
გოგა ჩაგდებული ქულებით მხოლოდ თანაგუნდელ ნორის კოულს (20) ჩამორჩა.
აღსანიშნავია, რომ ის ახალ გუნდში გადასვლისას ფოლებით იტვირთებოდა, ამ შეხვედრაში კი მხოლოდ 1 პერსონალური მიიღო.
"ბუდუჩნოსტმა" მე-6 გამარჯვება მოიპოვა, "გრან კანარიას" დაეწია (6-6 მოგება აქვთ) და 1 თებერვალს მოსკოვში ცსკა-ს ხვდება.
კოულის და ბითაძის "ბუდუჩნოსტში" გადასვლის შემდეგ ამ გუნდმა პროგრესირება დაიწყო და მისი ევროლიგის პლეი-ოფში გასვლაც კია შესაძლებელი - 10 ტურია დარჩენილი და მერვე ადგილს 3 მოგება აშორებს. არადა, სულ ცოტა ხნის წინ უიმედო აუტსაიდერი იყო.
Nbadraft.net: გოგა ბითაძეს დრაფტზე "ოკლაჰომა" აირჩევს
ბარემ ბასკეტბოლი დავუძახოთ.
და Kიდევ საფირმო აქვთ: ულიდერა, უკაპიტნა.. სამარცხვინოა.
გვიყვარს ხანდახან ქართველებს სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა. მაგას ჰქვია პროვIნციალიზმი და გოიმობა.
გვიყვარს ხანდახან ქართველებს სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა. მაგას ჰქვია პროვIნციალიზმი და გოიმობა.