გოგა ბითაძემ სეზონში ყველაზე სუსტი მატჩი ჩაატარა - ცსკა-ს ერთი ქულაც ვერ ჩაუგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
1 თებერვალს, ევროლიგის 21-ე ტურში გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტი" მოსკოვში ცსკა-სთან დამარცხდა 69:99.

პოდგორიცულმა გუნდმა გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწია წინააღმდეგობა (5 ქულით წააგო), შესვენების შემდეგ კი კლასმა თავისი გაიტანა და მასპინძლებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს.

ამ წაგებით "ბუდუჩნოსტმა" ხუთმატჩიანი მოგებათა სერია დაასრულა.

ბითაძემ სეზონში ყველაზე სუსტი მატჩი ჩაატარა: 22:50 წუთში ვერც ერთი ქულა ვერ ჩააგდო (ოთხივე ორქულიანი და ოთხივე საჯარიმო გააცუდა) და 2-ჯერ მოხსნა ბურთი.

გოგამ 2-ჯერ დაუფარა მეტოქეს, 3-ჯერ დაკარგა ბურთი, 5 პერსონალური მიიღო და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი
-9 იყო.

26 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე არმიელი ნანდო დე კოლო იყო, ხოლო "ბუდუჩნოსტიდან" ნორის კოული (11).

"ბუდუჩნოსტი" 6 მოგებით მე-15 ადგილზეა და 7 თებერვალს "ხიმკის" უმასპინძლებს.



მკითხველის კომენტარები / 15 /
კალათბურთში თავდამსხმელი 23 წუთში ვერც ბურთსაგდებს და ვერც საჯარიმოს. ეს საშინელი შედეგია. გოგასთვის NBA ალბათ ნაადრევია. არ მემეტება სათადარიგოთა სკამისათვის. დიდი საფრთხეა ცქიტიშვილს რაც დამართეს გოგას უარესი დამართონ! მგონი უკეთესი იქნება თუ ევროპაში იქნება კაშკაშა ვარსკვლავი და კალათბურთს ითამაშებს, ვიდრე ამერიკაში 10-12 წუთს!
aburjga
02 თებერვალი 2019 14:25
4
ვერანაირ ტრაგედიას ვერ ვხედავ. დიდი ამბავი? ერთი თამაში არ წაუვიდა, თან ცსკასთან. წინა თამაშებში მვპ რო გახდა, ეს არაფერი? ნბა ადრეა თუ არა, არ ვიცი. შეიძლება ჯობდეს მართლა ევროპა ერთი ორი წელი, შეიძლება არც. ცქიტიშვილი ვერანაირად ვერ დაემართება, ვერც ნიჭით, ვერ პიროვნულად, ვერც მონდომებით. ყველაფერი კარგადაა გოგაჯან, არ იდარდო! ისე განიცდიდა თვითონ, რომ მარტო ეს , უკვე წარმატების საფუძველია. ისე, დაფარება მეტი ქონდა და გარდა მაგისა ძალიან კარგი იყო დაცვაში პოზიციურად, ასე რომ ყველაპერი ციფრებში არ აისახება
zuka
02 თებერვალი 2019 17:28
1
რეპორტაჟიპირველი პერიოდის დასასრულს ჩაირთო და გოგამ დაფარება გააკეთა,კომენტატორების თქმით ეს მისი მესამე დაფარება იყო,სტატისტიკაში კი სულ ორი უწერია.რუსები სამქულიანებზე გადავიდნენ და ძალიანაც წაუვიდათ ტყორცნები,ნანდო დე კოლო შეუდარებელი იყო.შეტევაში ბუდუჩნოსტი ასევე სამიანებს ესროდა,მაგრამ უფრო დაბალი პროცენტით და როცა ბითაძეზე ნიდიოდა ბურთი,მას ორი კაცი ხვდებოდა.მათთან ფიზიკურ ბრძოლაში გოგა ვერ ახერხებდა ზუსტ ტყორცნას და თანდათან ნერვებმაც უმტყუნა.აქედან გაფუჭებული ჯარიმები.მეორე ტაიმში ცსკამ უფრო მკაცრი დაცვით დაიწყო თამაში და ბუდუჩნოსტის ახლად შეკრებილი ხუთეულის ჯერაც საკმაოდ შეუთამაშებელი თამაში,სულ მოშალა,გუნდში ხომ გოგას გარდა,კიდევ ორი თუ სამი ამერიკელიც დაიმატეს.მეოთხე პერიოდს,კალათბურთს ძნელად დავარქმევთ,ეს უკვე ცალფარა იყო.დაბლები ყოველგვარი კომბინაციის გარეშე მიდიოდნენ და პირდაპირ ესროდნენ,თითქმის ნულოვანი სიზუსტით.საბოლოო შედეგიც სახეზეა.ცსკა ევროპის გრანდია და მასში ძალიან ძლიერი და გამოცდილი კალათბურთელები თამაშობენ,ასე რომ მათთან თამაში, გოგასთვის შესანიშნავი გამოცდილებაა.უარყოფითი გამოცდილებაც, გამოცდილებაა და ჩვეულებრივ ძალიან დიდხანს ამახსოვრდებათ.ასე რომ გოგამ შესანიშნავი გაკვეთილი მიიღო და დასკვნებსაც ძალიან მალე გამოიტანს.აშკარაა,ფიზიკურად კიდევ უნდა მომატება და უფრო მეტი აგრესიაა საჭირო თამაშში,მით უმეტეს,თუ ნბაში მიდიხარ სათამაშოდ.
სოსო
02 თებერვალი 2019 12:30
0
რუსი კომენტატორები გაახარა ძალიან
მ.მ
02 თებერვალი 2019 12:26
1
ასეთი შეშინებული და შებოჭილი გოგა არ მინახავს.უფრო ფსიქოლოგიური ამბავი მგონია.ოთხი ჯარიმა ააცილა.შეიძლება რუსეთის ფაქტორი იყოს.
თემო
02 თებერვალი 2019 12:01
0
არაუშავრს... ბრაიანტმა ერთერთ თამაშში 18 სროლიდან ვერცერთი ვერ ჩააგდო... მაგრამ ჩვენ კარგი თამაშის მაგალითებს ვუყუროთ. ყველაფერი წინაა!
SL
02 თებერვალი 2019 11:30
2
ეხლა ტობოლის სკაუტები დააკვირდებიან
vai
02 თებერვალი 2019 11:17
11
აა, ცოცხალი ხარ??
შენს ფათრონს
02 თებერვალი 2019 18:40
4
არაფერი კატასტროფა ამით არ მომხდარა, თამაში ვის არ ჩაუგდია?! 19 წლისაა ბოლობოლო, მაგის ასაკში მე ომობანას ვთამაშობდი უბანში :D მიდი გოგა, შეუბერე
გულშემატკივარი
02 თებერვალი 2019 10:21
5
ომობანას რომ თამაშობდი, მიტომაა ახლა აქ რომ წერ კომენტარებს :)
ნათია
02 თებერვალი 2019 13:14
6
NBA ჯერ ადრეა.
gio
02 თებერვალი 2019 10:02
11
რუსებთან ვერაფერს გახდა!
Cska
02 თებერვალი 2019 08:58
5
თუ იცი, რამდენი რუსი თამაშობს ცსკა-ში?!...
მ. ტ.
02 თებერვალი 2019 13:42
2
უყურე თამაშს და დღეს მისი დღე არ იყო, აი არაფერი არ გამოუვიდა , მაგრამ არა უშავს, ხდება ხომე, გოგამ მისი მაღალი კლასი დაამტკიცა და ისე ბოლო 5-6 დღეში მესამე თამაში იყო!!! 19 წლის ბიჭისთვის ზედმეტი ხო არაა?!! წარმატებები გოგა !!!

iolasha
02 თებერვალი 2019 00:45
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული