1 თებერვალს, ევროლიგის 21-ე ტურში გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტი" მოსკოვში ცსკა-სთან დამარცხდა 69:99.
პოდგორიცულმა გუნდმა გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწია წინააღმდეგობა (5 ქულით წააგო), შესვენების შემდეგ კი კლასმა თავისი გაიტანა და მასპინძლებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს.
ამ წაგებით "ბუდუჩნოსტმა" ხუთმატჩიანი მოგებათა სერია დაასრულა.
ბითაძემ სეზონში ყველაზე სუსტი მატჩი ჩაატარა: 22:50 წუთში ვერც ერთი ქულა ვერ ჩააგდო (ოთხივე ორქულიანი და ოთხივე საჯარიმო გააცუდა) და 2-ჯერ მოხსნა ბურთი.
გოგამ 2-ჯერ დაუფარა მეტოქეს, 3-ჯერ დაკარგა ბურთი, 5 პერსონალური მიიღო და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი -9 იყო.
26 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე არმიელი ნანდო დე კოლო იყო, ხოლო "ბუდუჩნოსტიდან" ნორის კოული (11).
"ბუდუჩნოსტი" 6 მოგებით მე-15 ადგილზეა და 7 თებერვალს "ხიმკის" უმასპინძლებს.