ვატო არველაძეს "კორონას" მწვრთნელი აქებს

AutoSharing Option
პოლონეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში "კორონას" ნახევარმცველმა ვატო არველაძემ "პოგონს" გოლი გაუტანა, შეხვედრა 1:1 დასრულდა, ნამატჩევს კი ის მწვრთნელმა ჯინო ლიტიერიმ შეაქო.

"პირველ ტაიმში მომენტები ვერ გამოვიყენეთ. ბოლოს ვატომ გოლი გაიტანა. გამარჯვებაც შეგვეძლო. გოლის გატანის გარდა მან ორი სახიფათო მომენტი შექმნა.

უკეთესადაც შეუძლია ასპარეზობა, ამისათვის კი ბურთით ცოტა უფრო სწრაფად თამაში მართებს. თუ ამას გააკეთებს, გუნდისთვის ძალიან სასარგებლო იქნება. ნუ დაგვავიწყდება, რომ ის ჯერ მხოლოდ 20 წლისაა", - ციტირებს ლეტიერის "პილკა ნოზნა".

მკითხველის კომენტარები / 1 /
მთავარია მოედანზე მოძრაობას მოუმატოს... წარმატებებს ვუსურვებ!!! იმედი მაქვს, რომ დიდ ფეხბურთს ითამაშებს!!!
tngh
17:09 24-02-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული