NBADraft.net: ბითაძემ რეალურად აამაღლა საკუთარი თამაშის დონე

AutoSharing Option
ამერიკული გამოცემა NBADraft-ი ნბა-ს მიღმა მოთამაშე კალათბურთელების გამოსვლებს მიმოიხილავს და "ბუდუჩნოსტის" ქართველი კალათბურთელის, გოგა ბითაძის შესახებაც წერს.

"მეგა ბიმაქსთან" სეზონის შთამბეჭდავი დაწყების შემდეგ "ბუდუჩნოსტში" ბითაძის ტრანსფერმა მისი პოზიციები უფრო გააძლიერა.

ევროპის უმაღლეს დონეზე, "ევროლიგაში" თამაშის გამო ბითაძეზე დაკვირვება და მისი თამაშის შეფასება უფრო მარტივი გახდა. რა თქმა უნდა, არავინ ელოდა, რომ ის ყოველ მატჩში საშუალოდ 20 ქულას და 8 მოხსნას დააგროვებდა, როგორც ეს ABA League-ში ხდებოდა.

თუმცა ბითაძის თამაში მაინც ძალიან შთამბეჭდავია. ქართველი სტაბილურობით გამოირჩეოდა და "ევროლიგაზე" მატჩში საშუალოდ 11.9
ქულას, 6.4 მოხსნას და 2.7 დაფარებას აგროვებდა.

ამ დროისთვის ბითაძე საკუთარ თანატოლებს შორის ევროპაში ყველაზე მომზადებული "დიდი მოთამაშეა" და მან რეალურად აამაღლა საკუთარი თამაშის დონე, ცდილობს ისწავლოს და ყოველ მომდევნო მატჩში საკუთარი თამაშის ხარისხი გააუმჯობესოს", - წერს nbadraft.net-ი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
Es bichi all starshic itamashebs bechedsac moigebs da legendac ki gaxdes sheidzleba. Magari kacia udidesi potenciali akvs mtavaria travmebma ar sheawuxos da cota ighbalic aucilebelia
Qartveli
01:38 16-03-2019
0

სიახლეები პოპულარული