გოგა ბითაძემ "ცედევიტას" 11 ქულა ჩაუგდო და სერიის მესამე ნახევარფინალი გაიმართება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
31 მარტს, გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტმა" ადრიატიკის ლიგის ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩში "ცედევიტა" 87:72 დაამარცხა.

პირველი შეხვედრა "ბუდოჩნოსტმა" 83:90 წააგო და მეორე თამაშს იმდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ მწვრთნელმა ბითაძე ევროლიგაზე "ბარსელონასთან" დაასვენა.

სტუმრებმა პირველ ტაიმში სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს პოდგორიცულ გუნდს, მაგრამ მესამე მეოთხედში მასპინძლები წინ გაიჭრნენ და მოპოვებული უპირატესობა ხელიდან არ გაუშვეს.

მესამე და გადამწყვეტი მატჩი 7 აპრილს ზაგრებში გაიმართება.

ბითაძემ 20:13 წუთში 11 ქულა (5-დან 3 ორქულიანი, 2-დან 0 სამქულიანი, 9-დან 5 საჯარიმო), 5 მოხსნა და 3 დაფარება მიითვალა.

მატჩის
დაწყებამდე გოგას ადრიატიკის ლიგის საუკეთესო კალათბურთელის პრიზი გადასცეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული