შერმადინის 8 და მაკფადენის 5 ქულა 25-ე ტურის წაგებულ მატჩებში

AutoSharing Option
დასანანი მარცხი იწვნია გიორგი შერმადინის “უნიკახამ”. მალაგური კლუბი შერმადინის ყოფილ კლუბ “სარაგოსას” ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში – 70:72 დამარცხდა.

მალაგელები ბოლო პერიოდის წინ 9 ქულით იგებდნენ და გამარჯვებამდე მცირედი უკლდათ, თუმცა სარაგოსელებმა ბოლო წამებამდე იბრძოლეს და გამარჯვების მოპოვება შეძლეს. შერმადინი სათადარიგო იყო და მოედანზე 22:35 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 5-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. შერმადინის ანგარიშზე მთლიანობაში 8 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი დაგროვდა. გიორგის თამაშის ნაადრევად დატოვება მოუხდა, რადგან 5 პერსონალური მიიღო.

ამ წაგების მიუხედავად
“უნიკახა” ცხრილში მე-4 არგილზე დარჩა, რადგან კონკურენტმა “ვალენსიამაც” წააგო. მალაგელებს 10 მოგება და 5 მარცხი აქვთ, მომდევნო შეხვედრას კი 7 აპრილს, შინ ტედ მაკფადენის “ხუვენტუდთან” გამართავენ. რაც შეეხება საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულ ამერიკელს, 25-ე ტურში მაკფადენის გუნდმაც წააგო.

“ხუვენტუდი” ერთ-ერთ აუტსაიდერ “ბრეოგანს” დაუხვდა და 81:88 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების უკანახაზელმა მოედანზე 20:38 წუთი გაატარა და 5 ქულა და 4 პასი მიითვალა. მაკფადენმა 2-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ორქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

ბადალონელებს 14 მოგება და 11 მარცხი მოუგროვდათ და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე იმყოფებიან

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული