ესპანური "უნიკახას" კალათბურთელებმა, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი შერმადინი იცავს, ქართველ ცენტრს დაბადების დღე მიულოცეს.
შერმადინს 2 აპრილს 30 წელი შეუსრულდა და თანაგუნდელებმა - დრაგან მილოსავლევიჩმა, ბრაიან რობერტსმა, დანი დიესმა, ვინი ოკუომ და სასუ სალინმა მას იუბილე პირველსავე დასვენების დღეს მიულოცეს.
შეხვედრის ამსახველი ფოტო "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე შერმადინის თანაგუნდელმა დანი დიესმა გამოაქვეყნა:
"გუნდი გიო შერმადინს დაბადების დღეს ულოცავს", - წერს დიესი.