ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო და პარკეტზე 15:13 წუთით გამოჩნდა. გიორგიმ 3-დან 2 ორქულიანი მიითვალა და შეხვედრა 4 ქულით, 2 მოხსნით, 1 პასით, 1 ჩაჭრითა და 1 დაფარებით დაასრულა. შერმადინმა მოედანი 5 პერსონალურის გამო დატოვა. მალაგელთაგან საუკეთესო შედეგი ადამ ვაჩინსკიმ 13 ქულით დააფიქსირა.
16 მოგებითა და 11 მარცხით "უნიკახა" მე-5 ადგილზეა. შემდეგი მატჩი კი 28 აპრილს, შინ "ბურგოსთან" ელის.
მომზადებულია gbf.ge-ს
მიხედვით