გიორგი შერმადინის "უნიკახა" აუტსაიდერთან დამარცხდა

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის "უნიკახამ" ესპანეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში ერთ-ერთ აუტსაიდერთან წაიფორხილა. მალაგელები სტუმრად შეხვდნენ გასავარდნ ზონაში მყოფ "ბრეგანს" და 75:83 წააგეს.

ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო და პარკეტზე 15:13 წუთით გამოჩნდა. გიორგიმ 3-დან 2 ორქულიანი მიითვალა და შეხვედრა 4 ქულით, 2 მოხსნით, 1 პასით, 1 ჩაჭრითა და 1 დაფარებით დაასრულა. შერმადინმა მოედანი 5 პერსონალურის გამო დატოვა. მალაგელთაგან საუკეთესო შედეგი ადამ ვაჩინსკიმ 13 ქულით დააფიქსირა.

16 მოგებითა და 11 მარცხით "უნიკახა" მე-5 ადგილზეა. შემდეგი მატჩი კი 28 აპრილს, შინ "ბურგოსთან" ელის.

მომზადებულია gbf.ge-ს
მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული