საქართველოს ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი ძალიან ახლოსაა, რომ კონტრაქტი "იბეროსტარ ტენერიფესთან" გააფორმოს.
როგორც ესპანური გამოცემა laopiniondemalaga აცხადებს, პირობები თითქმის შეთანხმებულია.
აქამდეც ცნობილი იყო, რომ მალაგის "უნიკახა" კონტრაქტის განახლებს არ აპირებდა. ამიტომ გიორგიმ და თავისმა აგენტმა იზრუნეს მისთვის ახალი კლუბის მოძიებაზე და მას კანარის კუნძულებზე მიაგნეს. თუმცა შეთანხმება იქამდე არ გაოფიციალურდება, სანამ შერმადინს "უნიკახასთან" არ დაუმთავრდება კონტრაქტი, ეს კი 30 ივნისს მოხდება.
როგორც გამოცემა წერს, გიორგი უკვე კუნძულზეა, სამედიცინო შემოწმება გაიარა და სკოლას ეძებს ბავშვებისთვის. დიდი ალბათობით, მინიმუმ 1 სეზონი გიორგი