გოგა ბითაძე რუსეთთან ომზე: როცა ვიხსენებ ვხვდები, რომ ჯოჯოხეთი გამოვიარეთ

AutoSharing Option
"ინდიანა პეისერსი" მიესალმება დრაფტზე აყვანილ 19 წლის ქართველ ცენტრს გოგა ბითაძეს.

ის ნიუ იორკიდან ინდიანაპოლისში კერძო თვითმფრინავით გადააფრინეს, თბილი შეხვედრა მოუწყვეს, 19-ნომრიანი მაისურა გადასცეს და პრესკონფერენციაზე შემდეგი განაცხადა.

"მადლობა სიყვარულისთვის. თავს ბედნიერად ვგრძნობ. ეს სიტყვები გულიდან მოდის. ჩვენ გვქონდა ომი 2008 წელს რუსეთთან, მას შემდეგ ჩემი ქვეყანა ოკუპირებულია, ეს ძალიან მძიმე გასახსენებელია ჩემთვის.

იმ დროს ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ ახლა, როცა ვიხსენებ ვხვდები, რომ ჯოჯოხეთი გამოვიარეთ, თუმცა ვთვლი, რომ ეს მძიმე პერიოდი დაგვეხმარა იმაში, რომ ერთმანეთთან დავახლოვებულიყავით - მას შემდეგ,
უფრო ძლიერები ვართ, ამით ვამაყობ!"

გოგამ "ფეისბუქის" LIVE-ზე წამყვანს სთხოვა ქართულ ენაზე მიემართა თანამემამულეებისათვის, რაზეც ის სიამოვნებით დათანხმდა.

"მოგესალმებით ყველას ვინც მიყურებთ, ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ყველაფერს გავაკეთებ, რათა იმედები გავამართლო".

მკითხველის კომენტარები / 5 /
მჯერა,რომ ყველაფერს გააკეთებს და ისიც,რომ ყველაფერი კარგად იქნება.გოგას ყველაფერი გამოუვა.კუნთურ მასას კიდევ მოუმატებს და სხვა, მგონი აღარც არაფერი აკლია,გარდა გამოცდილებისა.
სოსო
22 ივნისი 2019 09:37
0
გენაცვალე გოგა მაგ გულში მიდი აჩვენე ყველას რა მაგარი მებრძოლი ხარ
ფანი
22 ივნისი 2019 09:16
0
Genacvale, gulshi ufro meti shroma ganvitareba da dziritadi centris adgili dagemkvidros carmatebebi
Va-Le
22 ივნისი 2019 04:54
0
გენაცვალეე გოგა! წარმატებებიი! შენ ნამდვილი ქართველი კაცი ხარ!
dima
22 ივნისი 2019 03:27
1
მიდიი გოგა წარმატებებიი..... შემდეგ სეზონში ინდიას ვბალეშიკობთთ........
reali
22 ივნისი 2019 03:11
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული