ზაზა ფაჩულია სამომავლო კარიერაზე: თამაში კიდევ მინდა, თუმცა...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ზაზა ფაჩულია "ინდიანა პეისერსის" ახალწვეულ გოგა ბითაძეს, NBA-სა და ევროლიგის ყოფილ მოთამაშე ბოიან ნახბართან ერთად საკუთარი აკადემიის მოთამაშეებს შეხვდა.

ვეტერანმა ცენტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა.

"რამდენიმე დღეში თავისუფალი აგენტი გავხდები. ველოდები ამ დროს. ვნახოთ, მინდა კიდევ თამაში, თუმცა იმასაც ვხვდები, რომ ისეთი ადვილი აღარ იქნება.

ბევრ ფაქტორს ექნება მნიშვნელობა - ასაკიდან გამომდინარე, ოჯახიდან გამომდინარე, თუმცა მინდა, რომ კიდევ რამდენიმე წელი ვითამაშო კალათბურთი. 

ახლა მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ჩემს მეგობრებთან და ჩემი ოჯახის წევრებთან გავატარო
დრო. საქართველოში ჩამოსვლა ძალიან მსიამოვნებს. როცა პირველი ივლისი დადგება და სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება, რა თქმა უნდა, საქმესაც მივხედავ.

გადავწყვიტეთ, ჩვენი ბავშვებისთვის გამოცდილება გაგვეზიარებინა. ჩამოვიდა სტუმარი სლოვენიიდან ბოიან ნახბარი, რომელსაც საკალათბურთო საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს, იყო NBA-შიც, სხვადასხვა კლუბში ითამაშა. ძალიან მაგარი კარიერა ჰქონდა და ერთ-ერთი გამორჩეული ევროპელი კალათბურთელია და ჩვენი გოგა ბითაძე, რომელიც NBA-ში კარიერას ახლა იწყებს, მაგრამ მასაც კარგი ევროპული გამოცდილება აქვს.

ამ ადამიანების ისტორიის გაზიარება ბავშვებისთვის - დისციპლინაზე, შრომაზე, თუ სად, როგორ დაიწყეს, რა პირობებში ვარჯიშობდნენ, ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩემთვის მათი პასუხები ძალიან ინსპირაციული იყო, რადგან ყველაფერი ისე მარტივად არ ხდება, როგორც ბევრს ჰგონია. იმედი მაქვს, ამ რჩევებს ეს ბავშვები გაითვალისწინებენ, ისწავლიან და გამოიყენებენ საკუთარ ცხოვრებასა და კარიერაში", - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.

35 წლის მოთამაშეს "დეტროიტ პისტონსთან" კონტრაქტის ვადა 30 ივნისს ეწურება და თავისუფალი აგენტი გახდება. ზაზა ფაჩულიას NBA-ში 16 სეზონი აქვს გატარებული.

მკითხველის კომენტარები / 7 /
რა გჭირთ, ხალხო? ამდენი ბოღმა საიდან? თქვენ რა გგონიათ, ნაკრებში სათამაშოდ მაყუთის გამო ჩამოდიოდა? მადლობის მეტი რა გვეთქმის? არ გეწყინოს ზაზა ასეთ სისულელეებს რომ წერენ. დღეს საქართველოში ყველა ნერვებდაწყვეტილია. შენ კი წარმატებებს გისურვებ. გაიხარე.
Alexandre
00:48 29-06-2019
4
ეგრე თუ გინდა თამაში და თანაც რამდენიმე წელი, ჩვენს ნაკრებსაც დაეხმარე....
buba
16:00 28-06-2019
3

სიახლეები პოპულარული