10:40 26-09-2019
შერმადინის 23-მა ქულამ და 100%-იანმა სიზუსტემ "ტენერიფე" მარცხისაგან ვერ იხსნა [VIDEO]
AutoSharing Option
შერმადინი ტენერიფელთა სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 24:50 წუთში 23 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. ქართველმა ცენტრმა ყველა სროლა ჩააგდო - 10-დან 10 ორქულიანი და 3 საჯარიმო მიითვალა, რაც მისი კარიერის ერთ-ერთი უნიკალური შედეგია. შერმადინის სარგებლიანობის ინდექსმა საბოლოოდ 29 შეადგინა, რაც, რა თქმა უნდა, ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი გახლდათ. სამწუხაროდ, გიორგის გარჯა მოგებით არ დაფასდა და ტენერიფელებმა უხეიროდ ჩატარებული მეორე ნახევრის შემდეგ მატჩი უიმედოდ - 14 ქულით დათმეს.
ერთადერთი ტენერიფელი, რომელმაც შერმადინს ფეხი აუწყო, ბრაზილიელი მარსელინიო ჰუერტასი გახლდათ, რომელმაც 33 წუთში 21 ქულა მითვალა. გამარჯვებულ ბილბაოელებს კი ფრანგმა ალექს ბუტილმა ულიდერა 27 ქულით. შემდეგ მატჩს ტენერიფელები 28 სექტემბერს, სტუმრად, შერმადინის წინა გუნდ "უნიკახასთან" გამართავენ. ესპანეთის ჩემპიონატში 26 სექტემბერს ჩაერთვება ბექა ბურჯანაძის "გრან კანარია", რომელიც "სარაგოსას" უმასპინძლებს. ეს მატჩი თბილისის დროით ღამის 01:00 საათზე დაიწყება. რაც შეეხება თორნიკე შენგელიას "ბასკონიას", ვიტორიელები 27 სექტემბერს "ესტუდიანტესს" უმასპინძლებენ.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული