5 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში გიორგი შერმადინის "იბეროსტარმა" ჩეხეთში 78:68 დაამარცხა "ნიმბურკი".
შერმადინმა 21:59 წუთში 15 ქულა (12-დან 6 ორქულიანი, 5-დან 3 საჯარიმო), 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა.
17 ქულით მატჩის ბომბარდირი ტენერიფელთა ფრანგი ლეგიონერი ლაჰაუ კონატე გახდა. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 28 შეადგინა და საუკეთესო მოთამაშეც ის გახლდათ.
"იბეროსტარი" 4 მოგებით ლიდერია და 13 ნოემბერს "გაზიანთეპს" უმასპინძლებს.
გიორგი შერმადინი VS ილიას ზუროსი - ვის დარჩა გამარჯვება? [VIDEO]
გიორგი შერმადინმა ჩემპიონთა ლიგაზე "მორნარს" 19 ქულა ჩაუგდო [VIDEO]