თორნიკე შენგელიას 29 ქულა და საკუთარი ნახევრიდან ჩაგდებული ბურთი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თორნიკე შენგელიამ ესპანეთის ჩემპიონატზე შესანიშნავი მატჩი ჩაატარა.

მე-8 ტურში "ბასკონიამ" სტუმრად 92:79 დაამარცხა "მონბუსი" და თორნიკე საუკეთესო იყო.

მან 33:46 წუთში 29 ქულა (14-დან 6 ორქულიანი, 2-დან 2 სამქულიანი და 13-დან 11 საჯარიმო , 7 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. 29 ქულა ლიგა ენდესაზე თორნიკეს სარეკორდო მაჩვენებელია.

ის მატჩის ბომბარდირი და მარგი ქმედების 32-იანი კოეფიციენტით MVP გახდა.

აღსანიშნავია, რომ პირველი პერიოდის ბოლო წამზე შენგელიამ საკუთარი ნახევრიდან ჩააგდო ბურთი.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი მეტ ჯენინგი 26:08 წუთში "ბასკონიას" 11 ქულით
შეეწია.

"ბასკონია" 4 მოგებით მე-6 ადგილზეა და 17 ნოემბერს "ფუენლაბრადას" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ფეხბურთში რომ გვყავდეს ერთი თოკის ნაირი ვარსკვლავი რა მოხდება
გეგა
07:03 11-11-2019
0
ყოჩაღ თოკოს რა მაგარი ჩააგდო. 29 ქულაც მაგარია, წარმატებები და სულ უფრო მეტი წინსვა თოკოს.
G.LA
01:01 11-11-2019
0

სიახლეები პოპულარული