24 ნოემბერს, ლიგა ენდესას მეათე ტურში, თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" საკუთარ მოედანზე 85:74 დაამარცხა "ვალენსია".
მასპინძლებმა პირველი ტაიმი 6 ქულით მოიგეს, მესამე პერიოდში კი გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს - წინ 19 ქულით გაიჭრნენ და გადაწყვიტეს კიდეც მატჩის ბედი.
შენგელიამ 33:06 წუთში 10 ქულა (7-დან 2 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი), 6 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა 18:21 წუთში 4 ქულა ჩააგდო.
"ბასკონია" 5 მოგებით მეშვიდე ადგილზეა და 30 ნოემბერს სტუმრად "ანდორას" შეხვდება.