29 დეკემბერს, ლიგა ენდესას მე-15 ტურში გიორგი შერმადინის "იბეროსტარი" გასვლაზე 91:98 დამარცხდა "ვალენსიასთან".
შერმადინმა 25:58 წუთში 17 ქულა (13-დან 7 ორქულიანი, 1-დან 0 სამიანი, 3-დან 3 საჯარიმო), 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 19 იყო.
გიორგიმ თავის გუნდში ყველაზე მეტი ქულა ჩააგდო, ხოლო 21 ქულით მატჩის ბომბარდირი და 29-იანი კოეფიციენტით MVP ვალენსიელი ბოიან დუბლიჩევიჩი გახდა.
"იბეროსტარი" 9 მოგებით მეოთხე ადგილზეა და 5 იანვარს "ფუენლაბრადას" უმასპინძლებს.