"ფუენლაბრადასთან" ლიგა ენდესას მე-16 ტურის საშინაო მატჩის წინ "იბეროსტარის" ცენტრ გიორგი შერმადინს ესპანეთის ჩემპიონატის დეკემბრის თვის საუკეთესო მოთამაშის პრიზი გადასცეს.
"იბეროსტარმა" ამ შეხვედრაში 74:63 იმარჯვა, ესპანეთის თასზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა, ჩვენებური კი კვლავ საუკეთესო იყო: 30:46 წუთში 14 ქულა (8-დან 4 ორქულიანი, 8-დან 6 საჯარიმო), 11 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, მარგი ქმედების 25-იანი კოეფიციენტით კი მატჩის MVP გახდა.
20 ქულით შეხვედრის ბომბარდირი გიორგის თანაგუნდელი მარსელინიო უერტასი იყო.
"იბეროსტარი" 10 მოგებით მე-4 ადგილზეა და 11 იანვარს სტუმრად მესამე პოზიციაზე მყოფ "სარაგოსას" დაუპირისპირდება.
გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის დეკემბრის საუკეთესო კალათბურთელი გახდა [VIDEO]
გიორგი შერმადინი კვლავ საუკეთესოა, თუმცა ამჯერად მისი გუნდი დამარცხდა [VIDEO]
გიორგი შერმადინმა "ოდენ" 17 ქულა ჩააგდო და "იბეროსტარი" დამარცხდა
სუპერშერმადინი ყველას აოცებს - 32 ქულა "გრან კანარიასთან"! [VIDEO]
გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგაზე ისევ ყოჩაღობს - ბომბარდირი და MVP იყო [VIDEO]