გიორგი შერმადინი კვლავ საუკეთესოა, თუმცა ამჯერად მისი გუნდი დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
წარუმატებელი გამოდგა ესპანეთის ჩემპიონატის მორიგი ტური გიორგი შერმადინის "ტენერიფე იბეროსტარისთვის". კუნძულელებმა წააგეს, თუმცა ქართველი თავისიანთაგან კვლავ საუკეთესო იყო.

ლიგა ენდესას მე-15 ტურში "ტენერიფე" სტუმრად "ვალენსიას" შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში - 91:98 დანარცხდა. ქართველ ცენტრს თამაში სასტარტო ხუთეულში არ დაუწყია, თუმცა ის მალევე გამოჩნდა მოედანზე და ტენერიფელთაგან საუკეთესო შედეგიც დააფიქსირა.

გიორგიმ პარკეტზე 25:59 წუთი გაატარა და 17 ქულა, 5 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 პასი მოაგროვა.
ქართველმა ლეგიონერმა 13-დან 7 სამქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2
პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 8-ჯერ დაჯარიმდნენ.

ტენერიფელებს 9 მოგება და 6 მარცხი მოუგროვდათ და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილი შეინარჩუნეს, მომდევნო მატჩს კი 5 იანვარს, შინ, ფუენლაბრადასთან ჩაატარებენ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
გაიხარე, გიო!
zurab
14:48 31-12-2019
0
ნამდვილად სასიხარულოა გიორგის და ყველა ქართველის წარმატებები. ამასთანავე, საინტერესოა შეძლებდა თუ არა იგივეს რომელიმე ტოპ-გუნდის შემადგენლობაში, როგორშიც ფაქტია რომ კარიერის განმავლობაში არც უთამაშია და არც მიუწვევიათ. ასევე კითხვად რჩება, რატომ ვერ ახერხებს გიორგი წლების განმავლობაში იქცეს ნაკრების სტაბილურ ლიდერად?
3

სიახლეები პოპულარული