ჩვეულად, შესანიშნავი მატჩი ჩაატარა თორნიკე შენგელიამ და ჩვეულად, უხეიროდ გაისარჯა "ბასკონია" - შედეგად, მორიგი მარცხი.
9 იანვარს, ევროლიგის მე-18 ტურში "ბასკონია" საკუთარ მოედანზე "ფენერბახჩესთან" 65:79 დამარცხდა.
შენგელიამ 37:09 წუთში 21 ქულა (8-დან 6 ორქულიანი, 2-დან 2 სამიანი, 3-დან 3 საჯარიმო), 7 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 37(!) იყო და მატჩის MVP გახდა.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა სტამბოლურ გუნდს 25:02 წუთში ოდენ 3 ქულა ჩაუგდო.
"ბასკონია" 7 მოგებით მე-13 ადგილზეა და 15 იანვარს პეტერბურგში "ზენიტს" შეხვდება.