მარტო კაცი თამაშშიც ცოდოა - თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე ასპარეზობამ "ბასკონიას" ვერ უშველა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩვეულად, შესანიშნავი მატჩი ჩაატარა თორნიკე შენგელიამ და ჩვეულად, უხეიროდ გაისარჯა "ბასკონია" - შედეგად, მორიგი მარცხი.

9 იანვარს, ევროლიგის მე-18 ტურში "ბასკონია" საკუთარ მოედანზე "ფენერბახჩესთან" 65:79 დამარცხდა.

შენგელიამ 37:09 წუთში 21 ქულა (8-დან 6 ორქულიანი, 2-დან 2 სამიანი, 3-დან 3 საჯარიმო), 7 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 37(!) იყო და მატჩის MVP გახდა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა სტამბოლურ გუნდს 25:02 წუთში ოდენ 3 ქულა ჩაუგდო.

"ბასკონია" 7 მოგებით მე-13 ადგილზეა და
15 იანვარს პეტერბურგში "ზენიტს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
თორნიკე ბასკონიას შემადგენლობიდან ერთადერთია, ვინც იბრძვის. ჯამში 37 წუთი ითამაშა, მათ შორის პირველ და მეორე მეოთხედში 18 წუთი შეუცვლელად, ყველაფერს აკეთებდა, მაგრამ როცა გუნდი სუსტია, თავს ზევით ძალა არ არის.
კალათბურთის გულშემატკივარი
11:43 10-01-2020
0

სიახლეები პოპულარული