შერმადინის 16 ქულა და 8 მოხსნა - მისმა გუნდმა "სარაგოსას" საოცარი" მატჩი შემოუტრიალა

AutoSharing Option
11 იანვარს, ლიგა ენდესას მე-17 ტურში გიორგი შერმადინის "იბეროსტარმა" გასვლაზე 111:99 დაამარცხა მესამეადგილოსანი "სარაგოსა".

არადა, პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლები 13 ქულით იყვნენ წინ, მაგრამ შემდეგ სტუმრები უპირატესობას დაეუფლნენ და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

შერმადინმა 23:36 წუთში 16 ქულა (12-დან 5 ორქულიანი, 6-დან 6 საჯარიმო), 8 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 20 იყო.

შესანიშნავად გაისარჯნენ გიორგის თანაგუნდელები - 27 ქულით ბომბარდირი სანტი იუსტა გახდა, ხოლო მატჩის MVP მარგი ქმედების 35-იანი კოეფიციენტით მარსელინიო უერტასი იყო, რომელმაც 22 ქულა
ჩააგდო და 17 შედეგიანი გადაცემა (!) გააკეთა.

"იბეროსტარი" 11 მოგებით მე-4 ადგილზეა და 18 იანვარს "ესტუდიანტესს" უმასპინძლებს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული