შერმადინის მოკრძალებული შედეგი და "იბეროსტარის" მორიგი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 იანვარს, ჩემპიონთა ლიგის მე-10 ტურში გიორგი შერმადინის "იბეროსტარმა" საბერძნეთში 80:54 გაანადგურა "პერისტერი".

შერმადინი ამჯერად ჩვეულად გამორჩეული არ ყოფილა: 18:55 წუთში 8 ქულა (4-დან 2 ორქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო) და 4 მოხსნა მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 9 იყო.

ორმაგი დუბლი (11 ქულა + 10 პასი) გიორგის თანაგუნდელმა მარსელინიო უერტასმა შეასრულა.

"იბეროსტარი" 9 მოგებით C ჯგუფის ლიდერია და 14 იანვარს მეორეადგილოსან "ნიმბურკს" უმასპინძლებს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული