მორიგი მარცხი განიცადა თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ", რომელმაც ამჯერად პეტერბურგში ევროლიგაზე "ზენიტთან" 66:72 წააგო.
შენგელიამ 36:57 წუთში 13 ქულა (8-დან 6 ორქულიანი, 3-დან 0 სამიანი, 1-დან 1 საჯარიმო), 6 მოხსნა, 6 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 24 იყო და მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ მასპინძელ უილ ტომასს ჰქონდა (27).
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი მეტ ჯენინგი "ბასკონიას" 25:16 წუთში 9 ქულით, 2 მოხსნითა და 1 შედეგიანი გადაცემით შეეწია.
19 ტურის შემდეგ "ბასკონია" 7 მოგებით მე-14 ადგილზეა და 17 იანვარს მოსკოვში ცსკა-ს შეხვდება.
დაბრუნდი თოკო ნბა -ში . შენი ადგილი მანდაა...