თორნიკე შენგელიას "ბასკონია" კვლავ დამარცხდა
17 იანვარს, ევროლიგის მე-20 ტურში "ბასკონიას" მოსკოვში ცსკა-მ 94:90 სძლია.
შენგელიამ 32:17 წუთში 12 ქულა ჩააგდო (12-დან 5 ორქულიანი, 1-დან 0 სამიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 5 შედეგიანი პასი გააკეთა, ერთხელ დაუფარა მეტოქეს, 5-ჯერ დაკარგა ბურთი და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 4 იყო.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი მეტ ჯენინგი ბასკურ გუნდს 28:12 წუთში 12 ქულით შეეწია.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე 33 ქულითა და მარგი ქმედების 34-იანი კოეფიციენტით მასპინძელთა გუნდის ამერიკელი ლეგიონერი მაიკ ჯეიმსი გახ
და.
"ბასკონია" 7 მოგებით მე-14 ადგილზეა და 23 იანვარს მოსკოვის ოლქის "ხიმკის" უმასპინძლებს.