თორნიკე შენგელიას ორმაგი დუბლი და "ბასკონიას" მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"რეალისა" და "ხიმკის" ძლევის შემდეგ თორნიკე შენგელიას "ბასკონია" ლიგა ენდესის მე-19 ტურში საკუთარ მოედანზე "ანდორასთან" 73:77 დამარცხდა.

შენგელიამ 36:15 წუთში 13 ქულა (11-დან 6 ორქულიანი, 4-დან 0 სამიანი, 4-დან 1 საჯარიმო), 10 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 9 იყო.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი მეტ ჯენინგი "ბასკონიას" 7 ქულით შეეწია.

18 ქულითა და მარგი ქმედების 21-იანი კოეფიციენტით საუკეთესო ბასკონიელი შევონ შილდსი იყო.

"ბასკონია" 9 მოგებით მეათე ადგილზეა და პირველ თებერვალს სტუმრად "უნიკახას" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ორმაგი დუბლი და მარცხი კი არა, უნდა დაწეროთ, გაფუჭებილი 25 ქულა და მარცხი. ყალბ შთაბეჭდილებას რატო გვიქმნით ეგეთი სათაურებით, თითქოს მაგრად ითამაშა და მაინც დამარცხდნენ. მე პირადად ძალიან მაღიზიანებს. წარმატებები ჩვენს თოკოს, რომელსაც სამწუხაროდ ეს
მატჩი ჩაუვარდა.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული