30 იანვარს გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსმა" შინ "ჩიკაგო ბულზს" ოვერტაიმში ანგარიშით 115:106 სძლია.
ამ მოგებაში საკუთარი წვლილი შეიტანა ქართველმა ცენტრმა, რომელმაც პარკეტზე 15:07 წუთი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში 10 ქულა, 4 მოხსნა და 1 ბლოკი მოაგროვა, ხოლო ბურთი სამჯერ დაკარგა.
გოგას უფრო მეტი დრო დაეთმო წინა შეხვედრებთან შედარებით, რაც იმით არის გამოწვეული, რომ მაილს ტერნერს ტრავმა აქვს.
ბითაძემ თამაშიდან სულ 9-ჯერ ისროლა. აქედან ერთი სამიანი იყო, რომელიც ააცილა, ხოლო დანარჩენი 8 სროლა ორქულიანი იყო, საიდანაც 5 ჩააგდო.
დომანტას საბონისმა 37 წუთში 15 ქულა, 11 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა. შეხვედრაში ყველაზე მეტი, 25 ქულა ინდიანელმა თიჯეი უორენმა ჩააგდო.
"პეისერსი" 31 მოგებითა და 17 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს იკავებს. გოგა ბითაძის გუნდი მომდევნო მატჩს 2 თებერვალს, შინ "ნიუ იორკთან", ჩვენი დროით 04:00 საათზე გამართავს.
დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
ბრუკლინი-დეტროიტი 125:115
ნიუ იორკი-მემფისი 106:127
სან ანტონიო-იუტა 127:120
პორტლენდი-ჰიუსტონი 125:112
საკრამენტო-ოკლაჰომა 100:120