შერმადინი ფიბა-ს საკონტინენტთაშორისო თასის ფინალშია

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის "იბეროსტარი" ფიბა-ს საკონტინენტთაშორისო თასის ფინალშია. ესპანურმა კლუბმა ნახევარფინალური შეხვედრა დღეს მოიგო და შაბათს ფინალურ მატჩში თასის მოსაგებად იბრძოლებს.

ტრადიციულ ოთხთა ტურნირს სწორედ ქართველი კალათბურთელის გუნდი მასპინძლობს და უმთავრეს ფავორიტადაც კანარელები მიიჩნევა, რომელთაც დღეს NBA-ს G ლიგის წარმომადგენელ "რიო გრანდეს" 110:89 სძლიეს. შეხვედრაში გადამწყვეტი დასკვნითი მეოთხედი გამოდგა, რომელშიც "იბეროსტარმა" ამერიკელებს 40:21 აჯობა.

შერმადინი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 19:48 წუთში 15 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

გიორგიმ 10-დან 6 ორქულიანი და 3-ვე საჯარიმო
ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 21-ს გაუტოლდა და ის მხოლოდ თანაგუნდელ სანტიაგო იუსტას ჩამორჩა, რომელმაც 31 ქულას 7 მოხსნა წაამატა.

9 თებერვალს დაგეგმილ ფინალურ მატჩში ტენერიფელთა მეტოქე იტალიური "ვირტუს ბოლონია" იქნება, რომელმაც მე-2 ნახევარფინალში არგენტინულ "სან ლორენსოს" 75:57 სძლია.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული