შენგელიას გუნდმა მოიგო - შერმადინი საუკეთესო იყო

AutoSharing Option
ლიგა ენდესის 23-ე ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" საკუთარ მოედანზე გიორგი შერმადინის "იბეროსტარი" 75:58 დაამარცხა.

შენგელიამ 24:45 წუთში 11 ქულა (4-დან 2 ორქულიანი, 2-დან 0 სამიანი, 8-დან 7 საჯარიმო), 5 მოხსნა და 2 პასი მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 17-ს გაუტოლდა.

თორნიკეს მატჩის დაწყების წინ თებერვლის თვის ლიგის საუკეთესო მოთამაშის პრიზი გადასცეს.

შერმადინმა 25:09 წუთში 16 ქულა ჩააგდო (11-დან 7 ორქულიანი, 4-დან 2 საჯარიმო), 9-ჯერ მოხსნა ბურთი და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ის მატჩის ბომბარდირი გახდა, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი
20 იყო და ამ მაჩვენებლით საუკეთესო გახლდათ.

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი მეტ ჯენინგი "ბასკონიას" 1 ქულით შეეწია.

ამ გამარჯვებით "ბასკონია" პლეი-ოფის ზონაში შევიდა, 12 მოგებით მე-8 ადგილზეა და 15 მარტს სტუმრად "ვალენსიას" დაუპირისპირდება.

"იბეროსტარი" 14 მოგებით მეოთხე პოზიციაზეა და 14 მარტს "გრან კანარიას" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ორივე მაგრები ხართ!
შაკო
12:07 09-03-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული