ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში გიორგი შერმადინის "იბეროსტარმა" საკუთარ მოედანზე ბელგიის "ოსტენდე" 85:75 დაამარცხა.
შერმადინი 25 ქულით ბომბარდირი გახდა - 24:18 წუთში 13-დან 9 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. ამას გარდა, გიორგიმ 5-ჯერ მოხსნა ბურთი და 1 პასი გააკეთა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 28-ს გაუტოლდა.
29-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP შერმადინის თანაგუნდელი მარსელინიო უერტასი გახდა.
სტუმართა გუნდში 16 ქულით საუკეთესო იანიკ დესირონი იყო.
სერია 2 მოგებამდეა. შემდეგი მატჩი 10 მარტს ბელგიაში ჩატარდება და თუ "ოსტენდემ" მოიგო, გადამწყვეტი შეხვედრა ტენერიფეში
გაიმართება.
შერმადინის 19 ქულა "იბეროსტარს" მოსაგებად არ ეყო და თასიდან გავარდა