ლიგა ენდესის ფინალური ეტაპის A ჯგუფის მესამე ტურში გიორგი შერმადინის "იბეროსტარი" "ბილბაოსთან" 70:78 დამარცხდა და პლეი-ოფში გასვლის შანსი დაკარგა.
შერმადინმა 19:02 წუთში 13 ქულა (7-დან 5 ორქულიანი, 5-დან 3 საჯარიმო), 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 12 იყო.
"იბეროსტარმა" სამივე მატჩი წააგო, ჯგუფში ჩარჩა, მეოთხე შეხვედრაში კი, 23 ივნისს, "ხუვენტუდს" დაუპირისპირდება.