ვიტორიის "ბასკონია" "უნიკახას" წინააღმდეგ ლიგა ენდესის ნახევარფინალში გასვლისათვის უმნიშვნელოვანეს მატჩს ატარებდა, როცა მეორე და მესამე მეოთხედების მიჯნაზე ბასკების წინააღმდეგ მეტოქემ 18:0-ზე გაქცევა აჩვენა და "ბასკონიას" მთავარმა მწვრთნელმა დუშკო ივანოვიჩმა ტაიმ-აუტი, ფაქტობრივად, თორნიკე შენგელიას დასატუქსად აიღო.
მწვრთნელმა კალათბურთელებს შედარებით მშვიდად მიმართა: "რასაც თქვენ აკეთებთ, როგორც თამაშობთ, ნამდვილად წაგება გინდათ!" ამას თოკოს ჟესტი მოჰყვა და ივანოვიჩმაც ტონს აუწია:
"ეგ პარკეტზე გააკეთე, გაიგე?! თოკო, ეგ პარკეტზე გააკეთე!" შენგელიამ კი მწვრთნელს მსაჯებთან დალაპარაკებისკენ მოუწოდა, შემდეგ კი დამრიგებლისთვის აღარაფერი უთქვამს.
თამაშის ბოლო წამები კიდევ უფრო დაძაბული გამოდგა, თუმცა "ბასკონიამ" მაინც მოიგო და შერმადინის "იბეროსტარ ტენერიფეს" დახმარებით ლიგა ენდესის ნახევარფინალში გავიდა.
მომზადებულია marca-ს მიხედვით
თამაშში გააკეთე ეგ პარკეტზე, აქ არაო. არსად აქ ნახსენები არ არის გაიგე ბიჭო და მსგავსი რამ :))