თორნიკე შენგელია: ცსკა-ში თუ გადავალ, იმედია ჩემ მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვლება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ჯერ კიდევ ესპანური "ბასკონიას" კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ საკუთარი მომავლის შესახებ მცირე კომენტარი ტელეკომპანია "იმედთან" გააკეთა.

"საბოლოოდ გადაწყვეტილი არაფერი გახლავთ და ხელმოწერილიც არაფერია. ცსკა-მ ჩემ მიმართ ინტერესი გამოხატა და მე გარკვეული პერიოდი ვითხოვე, რათა ესპანეთის ჩემპიონატზე მომეხდინა კონცენტრაცია.

ალბათ, უახლოეს დღეებში გამოჩნდება, თუ რა იქნება მომავალში. ჩემი აგენტი უძღვება მოლაპარაკებებს და ვიცი, რომ ჩემი საკუთარი გუნდის რიგებში ხილვა, როგორც მწვრთნელს, ისე პრეზიდენტსაც სურს.

წელს სხვა კლუბებისაგან სერიოზული ინტერესი არ წამოსულა. მადრიდის "რეალიც" არ მოსულა წინადადებით. ყველაზე მეტად თითქოს
"მილანი" აქტიურობდა, თუმცა საქმე არ დაძრულა. ასე რომ, ცსკა ერთადერთი რეალური ვარიანტი იყო.

თუ ამ კლუბში გადავალ, ცხადია, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ დამოკიდებულება წამითაც არ შეიცვლება და იმედია, ჩემ მიმართაც იგივე მოხდება.

რომ არ მოგატყუოთ, ჩემი პატრიოტიზმისა და საქართველოს სიყვარულზე ახსნა-განმარტების დაწყება უცნაურად მეჩვენება", - განაცხადა თორნიკემ.

altარის - თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონია! [VIDEO]

altგაირკვა რატომ ჭიანურდება თორნიკე შენგელიას ცსკა-ში გადასვლა



მკითხველის კომენტარები / 86 /
ტყუილი იმედია!
ლევანი
07 ივლისი 2020 12:49
3
არც მე ვარ მომხრე თოკოს რუსეთში გადასვლის, მაგრამ მაინტერესებს ფეხბურთელებზე და მორაგბეებზე რას იტყვით?
mamuka
07 ივლისი 2020 14:30
8
როდესაც მარტვილის მერანიდან, გორის დილადან ან ფოთის კოლხეთიდან მიდიან რუსულ გუნდებში, არასასიამოვნოა, რათქმაუნდა ყველას გვირჩევნია რომ ევროპულ გუნდებში წავიდნენ, მაგრამ იმასაც ვხვდებით რომ კლასი არ ყოფნით ევროპისთვის და სხვა გზა არ აქვთ, აქაური ხელფასებით ოჯახს ვერ შეინახავენ, ასე რომ შედარებით გაგებით ვეკიდებით ამას, მაგრამ სხვა საქმეა როდესაც შენი ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენი და ნაკრების კაპიტანი, თავის პოზიციაზე ევროპაში საუკეთესო კალათბურთელი (რომლის თავის გუნდში ხილვას ყველა ევროგრანდი ისურვებდა) მიდის რუსული არმიის გუნდში, სულ სხვაა, ვფიქრობ უპატიებელი შეურაწყოფაა!
ლევანი
07 ივლისი 2020 14:58
3
ar ginda exla ra, shen rom patrioti iyo arc ki ipikrebdi ra mag gundshi gadasvlas, amitom pulze pokrs tavi daanebe da darchi patriotad, sxva gundshi gadasvlas kide
სანდრო
07 ივლისი 2020 16:28
2
აუცილებლად შეიცვლება. და ვინც იძახის სპორტს და ხელოვნებას პოლიტიკაში ნუ ურევთო თქვენ მსოფლმხედველობას გადახედეთ ჯობია.
levan
08 ივლისი 2020 13:05
2
მიდიი თოკო შებერეეე!!!
c
07 ივლისი 2020 11:03
34
თოკო, პირადად შენ ყოველთვის გიქომაგებ მაგრამ ცსკას-ს -ვერა. არც ის მგონია, რომ მაგ ნაბიჯს ქართველი ქომაგი აღტაცებით შეხვდეს, თუმცა შენს პატიოტიზმში ეჭვი არ მეპარება. უბრალოდ, ჩვენ გვაქვს მანუს მწარე მაგალითი ცსკა-ში და ძალიან არ მსურს რომ მაგათმა კარიერა გაგიფუჭონ. სხვა დანარჩენი შენი გადასაწყვეტია - მე პირადად შენი წარმატება ყოველთვის გამიხარდება!
სიმართლე
07 ივლისი 2020 13:45
10
ისეთი გაორებული რეაქცია ქართველი სპორტსმენის არცერთ ტრანსფერზე არ მქონია, ვერც კი გადმოვცემ კომენტარში...სიტყვებით არ შემიძლია აღვწერო...დაილოცოს ღმერთის სამართალი.
emigranti
07 ივლისი 2020 12:53
8
შენ ჩვენთვის გმირი ხარ და გმირად დარჩები! აქ კომენტარებში ვიღაცეები "კიკუს" რომ ახსენებენ, დარწმუნებული ვარ, რუსებმა მილიონები კი არა, რამდენიმე ათასი რომ შესთავაზონ, სულ კუნტრუშით გაიქცევიან რუსეთში, ასე რომ, ყველას არ უნდა უსმინო და შენს საქმეს როგორც წაადგება, ისე უნდა მოიქცე, თორემ ესენი ვერ მოისვენებენ, სანამ არ გაგაკოტრებენ და მერე დაგიძახებენ "პატრიოტს" დაწყნარებული ეგოთი!
#
07 ივლისი 2020 12:08
42
სხვის საქმეში გმირებო კაცი ამბობს სხვა შემოთავაზება არ მაქვსო და რა ქნას ისე რომ იცოდეთ საქართველოს ტერიტორიები თურქეთს და აზერბაიჯანსაც აქვთ ოკუპირებული მაგრამ მათ ძმებად თვლით და გულში იხუტებთ რა მნიშვნელობა აქვს ოკუპაცია რამდენი წლის წინ მოხდა ამ ლოგიკით 50 წლის შემდეგ რუსებიც ძმები გახდებინ ეს ხომ აბსურდია.
90
07 ივლისი 2020 15:16
41
ჯიგარო, შენ მაგაზე არ იდარდო!
სპორტს და პოლიტიკას უტვინო ხალხი თუ დაუკავშირებს ერთმანეთს.
სადაც მეტს გადაგიხდიან, სადაც მეტი შანსი გექნება ტიტულების მოგების, რათქმაუნდა იქ უნდა გადახვიდე. სხვა დანარჩენი მეორე ხარისხოვანია.
წარმატებები, ქართელ უტვინო ხისთავიანებს თუ რამის თქმა უნდათ, აქედან კი ნუ იფხორებიან პირში გითხრან სათქმელი ამ ქათმებმა.
korben dallas
07 ივლისი 2020 12:11
50

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული