200 წელი ჩვენი არმია იცავდა; ახლა, წესით, ირანს ან თურქებს ფეხებში უნდა უცვივდებოდნენ - რა გამოხმაურება მოჰყვა championat-ის სტატიას შენგელიაზე?

AutoSharing Option
გუშინ, 7 ივლისს, უმსხვილეს რუსულ სპორტულ პორტალ championat.com-ზე გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც საუბარი იყო ქართველი გულშემატკივრის განწყობაზე თორნიკე შენგელიას ცსკა-ში სავარაუდო გადასვლაზე.

"ჩემპიონატს" sportall.ge-ს მომხმარებელთა კომენტარების ძირითადი აზრიც ჰქონდა გადმოცემული. სტატიის ავტორმა კომენტარების ანალიზზე გამოიტანა შემდეგი დასკვნა, რომ უმრავლესობის განწყობა შენგელიას ცსკა-ში გადასვლის შესახებ უარყოფითია. ასევე, ხაზი იყო გასმული, რომ ქართველებში ცსკა არმიულ გუნდთან ასოცირდება.

საინტერესოა, რას ფიქრობენ რუსი გულშემატკივრები ამ ყველაფერზე. წინასწარვე გაცნობებთ: დადებითი განწყობა იქაც ცოტაა.

ისევე, როგორც "სპორტალზე", "ჩემპიონატზეც" შეიძლება კომენტარების მოწონება ან არმოწონება. ყველაზე მეტი მოწონების კომენტარი
კი ასეთია:

"200 წელი ეს არმია იცავდა მათ. მის გარეშე ახლა ირანელებს ან თურქებს უნდა უცვივდებოდნენ მუხლებში".

ერთ-ერთმა მომხმარებელმა კითხვაც დასვა და პასუხიც მალევე მიიღო:

" - რუსეთში ხომ ქართველებიც ცხოვრობენ, რესტორნების მფლობელები და ასე შემდეგ. იმათზე რა ხდება?
- ისინი რუსები არიან. თორნიკე კი საქართველოს მოქალაქეა. ამიტომ ეწვით."

"ყველაზე სასაცილო ისაა, რომ საქართველომ თავად დაიწყო კონფლიქტი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში... ისე, მაშინ ჩვენმა არმიამაც გადააჭარბა. მათი მიზანი იყო სამხრეთ ოსეთის გაწმენდა საქართველოს ჯარისგან, ჩვენები კი ისეთ აზარტში შევიდნენ, კინაღამ თბილისიც აიღეს."

"ძალიანაც კი არ გვჭირდება, თანაც მსუბუქად არაადეკვატურია."

"მახსოვს, როცა არმიელებს ხვდებოდა ბასკონია, თორნიკე არასპორტული აგრესიით გამოირჩეოდა."

"ამერიკაში უამრავი რუსი ჰოკეისტი თამაშობს - მაგრამ მათ არავინ ლანძღავს. რუსი ფეხბურთელი "შახტარში" ან კიევის "დინამოში" რომ გადავიდეს, უმრავლესობა წარმატებას უსურვებს."

აღსანიშნავია, რომ ცსკა-ს გულშემატკივრები შენგელიას გადასვლას მეგა-ტრანსფერს უწოდებენ და ბედნიერები არიან.

"სუპერ ენაძენი იქნება. მან აჩვენა, რომ მიროტიჩზე უკეთესია."

"მიხარია თოკოს ტრანსფერი. ქართველი თავის მენტალიტეტით ლიდერია და თამაშის დროს 100%-ით იხარჯება."

მთლიანობაში, გულშემატკივრის უმრავლესობა თოკოს გადასვლას მიესალმება და დადებითად უყურებს. ქართველებს კი მეტად ბუნდოვანი პოზიციები გვაქვს.

მკითხველის კომენტარები / 82 /
აწი გინდა წავიდეს და გინდა ნუ წავა, მაგის ქომაგი აღარა ვარ.
gio
08 ივლისი 2020 12:54
21
რა რუსეთის არმიის გუნდი, არცერთი ქართველის გადასვლა არ უნდა ქართველ ადამიანს რუსეთში. მაგალითად ფეხბურთს ავიღებდი, სადაც უამრავი ქართველის კარიერა შეიწირა რუსეთმა. დღემდე მიდის მცოცავი ოკუპაცია და ბრავო თქვენ რუსეთუმეებო ირიბად და ზოგი პირდაპირ ეთანხმებით ამ ბიჭის კარიერის დანგრევას. რუსების ლაყბობაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. მაგათ კომენტარებს ადეკვატურად როგორ მიიღებს ნორმალური ადამიანი. ეს ქართველი ბავშვების ქვეყანაა რომლებიც ახალ წარმატებულ ქვეყანას ააშენებენ რაც მტრებმა და მოღალატეებმა ლამის დაანგრიეს
Haaland
08 ივლისი 2020 12:43
13
ცსკა - ში გამარჯვებების და სიხარულის გამოხატვის დროს მოუწევს რუსული დროშების ფრიალით ივანოვს გადაეხვიოს რომელიც გუნდის შეფია და პუტინის უახლოესი ადამიანია...... დაფიქრდი კაპიტანო!!!
კახა
08 ივლისი 2020 12:29
13
აქ ჩამოთვლილი კომენტარებიდან მხოლოდ ერთს ვეთანხმები.


200 წელი ეს არმია იცავდა მათ. მის გარეშე ახლა ირანელებს ან თურქებს უნდა უცვივდებოდნენ მუხლებში".

ერთ-ერთმა მომხმარებელმა კითხვაც დასვა და პასუხიც მალევე მიიღო:

რა თქვა ტყუილი? საქართველო და ქართველების 99% იქნებოდა ირანის თურქის ხასა შავგრვემანი შეუხადავი რელიგია რათქმაუნდა 99% მაჰმადიანი ანუ მუსულმანები ვიქნებოდით.



korben dallas
08 ივლისი 2020 11:59
50
დიდი ალბათობით სიმართლეს ამბობ,
კორბენს
08 ივლისი 2020 14:49
10
ვისაც უნდათ იმასთან არიან. და რასაც უნდათ იმას აკეთებენ. ეგ შენი და შენთან ერთად გაიზარდა თუ სხვა ოჯახში. ან ესეთი რა სადაქალო ყავდა ზანგებს, არაბებს, თურქებს და აშ. მიყვებიან და ქართველს იწუნებენ? ალბათ იმ დაწესებულებიდან არიან ქართველებს რომ არ უშვებენ. ორი ვარიანტია:ან ქართველები ეგეთ გოგოებს ზედაც არ უყურებენ ან ფული უნდათ და თხოვდებიან ფულზე.
პ.ს. ისე შაჰაბასის ბებიაც ქართველი ყოფილა. ასე რომ შენი დისშვილებისგა და მისი დაქალების შვილებისგან კარგს არაფერს ველოდებით. კარგი იქნება თუ წავლენ თავიანთი ქმრების ქვეყანაში.
ჰაჰა
08 ივლისი 2020 12:47
6
ყველა გამოხმაურება
რა გჭირთ ხალხო ასე გამოტვინდით, თუ ერთი და იგივე ტიპები წერენ სხვადასხვა სახელით?

თუ დღს ცხვირ-პირში გირტყამს ვინმე და მეორე მოსაშველებლად მოვა ან არ მიეხმარება მაინც ამ მოძალადეს... შეიძლება იმ სხვას სდიო შენ წლების წინ მცემე და დღეს ამაზე უკეთესი არ ხარო? ან ვინც გეტყვის ამ ცხვირ-პირში მცემელთან ნუ იმეგობრებო... უპასუხო აბა ის რომ წლების წინ მირტყამდაო?

კარგი რა მართლა ბნელა? სახელწმიფო პირდაპირ გბომბავს, გიხოცავს მოსახლეობას, გპარავს მეკობრესავით ადამიანებს, შენს ტერიტორიას არ აღიარებს შენს ტერიტორიად და არაფერიო იძახით??? ადარებთ 100-200 და მეტი წლის წინანდელს? კარგი იმ 200 წლის წინ რა გიქნეს რუსებმა, ვინ მიგატოვა ასპინძაში, ვინ მიგატოვა კრწანისში? ვინ დაარღვია ტრაქტატი?
კარგი რა ჯანდაბა გვჭირს ასეთი...
რუსეთი მტერია, რუსეთის არმიის ცენტრალურ სპორტულ კლუბში თამაში სრიცხვილია, ნაკრების კაპიტანის თამაში კი სირცხვილზე მეტია!!!
დავითი
08 ივლისი 2020 11:59
13
მაგის ოჯახის წევრო რო დაღუპულიყო იმ ომში მაინც წავიდოდა რუსების გასართობად
შოკირებული გულშემატკივარი
08 ივლისი 2020 11:53
15
მე გაგრელი ვარ! ჩემზე მეტად არავის სტკივა აფხაზეთი, იქ დავიბადე და იქ ვცხოვრობდი, დამატოვებინეს ყველაფერი, მაგრამ დღეს თორნიკეს რომ ლანძღავთ ის პატრიოტები არახართ თქვენ აგვისტოს ომში საზღვარზე ვერავინ რომ ვერგაგასწროთ? ის ხალხი არახართ და ის ქართველები თბილისის ომი რომ მოაწყვეთ და ერთმანეთი არდაინდეთ? ის ქართველელები მარადოორებად რომ მოევლინეთ სამეგრელოს? თფუი თქვე მართლა კლავიატურის მგლებო, სხვის ლანძღვაში და გინებაში თან მალულად მაგრები ხართ!! დღეს ბიჭი სუპერ ვარსკვლავია ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იწვევს და იმის მაგივრად რომ წარმატება უსურვონ აგინებენ..ნახევარი საქართველო რუსეთშია მაშინ რამდენი თვითმფრინავიც ჩამოფრინდება ქართველებით სავსე დახვდით აეროპორტში და არშემოუშვათ ქვეყანაში თუ ხართ მაგრები, მაგრამ ვინ მოგცათ თქვენ მაგის ერთი ადგილი! შეეშვით ბიჭს მე მას ყველგან ვუგულშემატკივრებ სადაც არუნდა იყოს! იქ რუსეთში ზუსტად არმიელების დარბაზში ააფრიალოს ქართული დროშა!
გაგრინსკი
08 ივლისი 2020 11:51
29
1000 ანი ხარ,რამე რო მოხდეს ისევ ისინი იომებენ ვისაც მშვიდობა უნდა ესნი დაიმალებიან ვითომ პატრიოტები.
mosexoneli
08 ივლისი 2020 15:39
6
აქ პრობლემაა ცსკა, რუსეთის არმიის გუნდი, სხვა შემთხვევაში მაგალითად ხიმკიში რომ გადასულიყო, რომელიც ასევე ევროლიგაში თამაშობს ხმის ამომღები არ იქნებოდა არავინ. კიდე პრობლემაა რომ თორნიკე ნაკრების კაპიტანია და ამ ნაბიჯით ქართველების სიყვარულს მთლიანად დაკარგავს და მთელი ცხოვრება ეგ წლები ხინჯად გაყვება
კახა
08 ივლისი 2020 11:49
19
ამ კომენტარების შემდეგ მაინც დაფიქრდი თორნიკე, თუ სად და ვინებთან მიდიხარ
iason dabneuli
08 ივლისი 2020 11:46
19
რა მოკლე მეხსიერება აქვთ გაევროპებულ ქართველებს, რამდენი საუკუნე აოხრებდნენ საქართველოს თურქები და ირანელები. რა ვქნათ? ჩავკეტოთ საზღვრები?
ნუგზარი
08 ივლისი 2020 11:45
32
აზრი არააქვს თქვენთან ლაპარაკს! ღმერთმა გაუმარჯოს დედაშენს და შენც!

ერთ რამეს ვიძახი სულ (ჯერ მე ვინ ვარ რო რამე მეთქმოდეს ქვეყანაზე ყველას სახელით) აი ლეკვს რომ კისერში მოკიდებ ხელს და აწევ და რო წუხს და წნკავის ეგრე თუ მოგვკიდა უფალმა ხელი და გადაგვარჩინა თორე ისე საქართველოს არაფერი არ ეშველება და ვერ ეშველება ჩვენნაერი ხალხის გამო... უბრალოს შანსი არაა..
ქართველი
08 ივლისი 2020 14:36
3
დედაჩემისთვის ახლაც ავე მარიაა თურქულ-ირანული.
odala
08 ივლისი 2020 14:22
7
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული