200 წელი ჩვენი არმია იცავდა; ახლა, წესით, ირანს ან თურქებს ფეხებში უნდა უცვივდებოდნენ - რა გამოხმაურება მოჰყვა championat-ის სტატიას შენგელიაზე?

AutoSharing Option
გუშინ, 7 ივლისს, უმსხვილეს რუსულ სპორტულ პორტალ championat.com-ზე გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც საუბარი იყო ქართველი გულშემატკივრის განწყობაზე თორნიკე შენგელიას ცსკა-ში სავარაუდო გადასვლაზე.

"ჩემპიონატს" sportall.ge-ს მომხმარებელთა კომენტარების ძირითადი აზრიც ჰქონდა გადმოცემული. სტატიის ავტორმა კომენტარების ანალიზზე გამოიტანა შემდეგი დასკვნა, რომ უმრავლესობის განწყობა შენგელიას ცსკა-ში გადასვლის შესახებ უარყოფითია. ასევე, ხაზი იყო გასმული, რომ ქართველებში ცსკა არმიულ გუნდთან ასოცირდება.

საინტერესოა, რას ფიქრობენ რუსი გულშემატკივრები ამ ყველაფერზე. წინასწარვე გაცნობებთ: დადებითი განწყობა იქაც ცოტაა.

ისევე, როგორც "სპორტალზე", "ჩემპიონატზეც" შეიძლება კომენტარების მოწონება ან არმოწონება. ყველაზე მეტი მოწონების კომენტარი
კი ასეთია:

"200 წელი ეს არმია იცავდა მათ. მის გარეშე ახლა ირანელებს ან თურქებს უნდა უცვივდებოდნენ მუხლებში".

ერთ-ერთმა მომხმარებელმა კითხვაც დასვა და პასუხიც მალევე მიიღო:

" - რუსეთში ხომ ქართველებიც ცხოვრობენ, რესტორნების მფლობელები და ასე შემდეგ. იმათზე რა ხდება?
- ისინი რუსები არიან. თორნიკე კი საქართველოს მოქალაქეა. ამიტომ ეწვით."

"ყველაზე სასაცილო ისაა, რომ საქართველომ თავად დაიწყო კონფლიქტი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში... ისე, მაშინ ჩვენმა არმიამაც გადააჭარბა. მათი მიზანი იყო სამხრეთ ოსეთის გაწმენდა საქართველოს ჯარისგან, ჩვენები კი ისეთ აზარტში შევიდნენ, კინაღამ თბილისიც აიღეს."

"ძალიანაც კი არ გვჭირდება, თანაც მსუბუქად არაადეკვატურია."

"მახსოვს, როცა არმიელებს ხვდებოდა ბასკონია, თორნიკე არასპორტული აგრესიით გამოირჩეოდა."

"ამერიკაში უამრავი რუსი ჰოკეისტი თამაშობს - მაგრამ მათ არავინ ლანძღავს. რუსი ფეხბურთელი "შახტარში" ან კიევის "დინამოში" რომ გადავიდეს, უმრავლესობა წარმატებას უსურვებს."

აღსანიშნავია, რომ ცსკა-ს გულშემატკივრები შენგელიას გადასვლას მეგა-ტრანსფერს უწოდებენ და ბედნიერები არიან.

"სუპერ ენაძენი იქნება. მან აჩვენა, რომ მიროტიჩზე უკეთესია."

"მიხარია თოკოს ტრანსფერი. ქართველი თავის მენტალიტეტით ლიდერია და თამაშის დროს 100%-ით იხარჯება."

მთლიანობაში, გულშემატკივრის უმრავლესობა თოკოს გადასვლას მიესალმება და დადებითად უყურებს. ქართველებს კი მეტად ბუნდოვანი პოზიციები გვაქვს.

მკითხველის კომენტარები / 82 /
ჰო აქ ეხლა ვიღაც 2008 წლიდან უყურებს მარტო სიტუაციას და გასაგებია მატი პოზიციაც მაგრამ ზოგადად 200 წლიან ისტორიას თუ გადავხედავთ რა თქმა უნდა სადღაც მართალია იმ კომენტარის აზრიც 200 წლის წინანდელ პერიოდთან დაკავშირებით - ქართველი როგორც ერი გადარჩა და იდენტობა შეინარჩუნა რუსეთის წყალობით და მაგის უარყოფა უბრალოდ თვალის დახუჭვაა რეალობაზე- კარგად დააკვირდით თურქეთის და ირანის ვალაიეთად მყოფი საქართველოს ხელისუფალნი რუსეთს რიგრიგობით ეხვეწებოდნენ მათგან დახსნას და ამიტომ რუსული არმია ებრძოდა აქეთ სპარსელებს და იქით თურქებს - აი ეს არის ისტორიული ფაქტები - რაც შეეხება სპორტს როცა ადამიანი საქართველოს მოქალაქეა და საქართველოს ნაკრების წევრია რომელ გუნDშიც გინდა იქ ითამაშოს ლეგიონერად ცსკა იქნება თუ სიტყვაზე სპარტაკი მგონი დიდი განსხვავება არ არის - რუსეთი რუსეთიადა დღეს ოკუპანტია მაგრამ სპორტსმენს კარიერაში ხელი არ უნდა შეეშალოს
NN
08 ივლისი 2020 14:55
41
ვინ გასწავლათ ისტორია?
ლაშა
08 ივლისი 2020 16:52
6
ისტორია რუსული საიტებიდან აქვს ნასწავლი. ნუ ან მეჩიტოვისაგან)))
........
09 ივლისი 2020 02:42
2
მე რიგითი გულშემატკივარი ვარ... მე მიყვარს თოკოც, ზაზაც, კახიც, შოთაც... მადლობა მათ, და ქედს ვიხრი იმ ქართველი სპორტსმენის თუ არასპორტსმენის წინაშე, რომლებმაც საქართველო გააცნეს მსოფლიოს დადებით ასპექტში.გარკვეულწილად, მე ჩემი აზრი და ხედვა გამაჩნია საკითხის მიმართ, მაგრამ თავს ნამდვილად ვერ მივცემ იმის უფლებას, რომ ვინმეს რაიმე მოვუწოდო ან ვუკარნახო. ( იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თუნდაც თოკოს მეათასედი არ გამიკეთებია საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოსაჩენად, თორემ ჩემი საქმით, ჩემივე ქვეყნის ხარისხიან იმფრასტრუქტურულ განვითარებას ვემსახურები)... წარმატებები შენ, ჩვენო თორნიკევ და ვისურვებდი, რომ შენი დარი და შენზე უკეთესი თაობა გაზრდილიყოს და აღზრდილიყოს ჩვენს მართლაც ბედკრულ საქართველოში! მიყვარხართ ქართველებო
ირაკლი
08 ივლისი 2020 23:00
19
ჩვენ კიდევ ათეულობით საუკუნე ვიყავით და ვიქნებით, რუსეთს კი მალე დანგრეულლს ვნახავთ და ის შტერი ქართველები, რომლებიც სამშობლოს ფულს ანაცვალებენ, დიდი სურვილის მიუხედავად, ისეთები ვეღარ იქნებიან
zviadi
11 ივლისი 2020 20:04
1
თორნიკე წარმატებები!!!! შენ ძალიან-ძალიან კარგი ბიჭი ხარ და სწორი არჩევანიც გააკეთე. რაც შეეხება ცუდ გამოხმაურებებს, საფრანგეთმ და გერმანიამ მსოფლიო ომები დაიწყო, და გაწყვიტა მსოფლიოს გენოფონდის თითქმის ნახევარი, მაგრამ ამისთვის არავინ ამბობს მათ ქვეყანაში თამაშზე უარს, ამერიკამ წინათ რაც ქნა იაპონიაში და სხვაგან კარგი ეს ძველი ისტორიაა, მარა ახლახან,რომ გადაადუღა ევროპის შუაგული, მაშ რატომღა ოცნებობენ ამ ქვეყნის წარმომადგენლები ამერიკაში თამაშზე, თურქეთმა და ირანმა ჩვენი მთელი არსებობის ისტორია სისხლით დაგვაწერინა და ახლა რა თურქეთში არ უნდა ეთამაშა არველაძეს,ამიტომ აუცილებელია სპორტი და პოლიტიკა გავმიჯნოთ. ახლა დამწამებენ ახალ სიტყვას რუსოჰობიაო მე ეგ კი არა ვარ, არამედ ვამბობ იმას,რომ ჩვენ ძალიან პატარა ერი ვართ და ბრძოლით ვერავისთან ვერაფერს გავხდებით, ახლა აუცილებელია წარმატებული სპორტით ვაჩვენოთ მსოფლიოს რომ ჩვენ ამაყი ერი ვართ და ვარსებობთ დედამიწაზე, ისე მაინც ვიტყვი მე სსრკ-ში გავიზარდე და მისგან კარგის მეტი არაფერი მახსოვს. შენ კი ახალგაზრდა არ გიცხოვრია იმ (უფასო სწავლა, უფასო მედიცინა, არა გარყვნილობასა და აზარტულ თამაშებს, მეტი ჰუმანუროაბა და ბევრი კარგი სხვა რამ,(თუმცა ნაკლოვანებები იქაც იყო, მარა რაღა იმას ვეჭიდებით, ავიღო, გადმოვიტანოთ კარგი,) რასაც ყოველ საათსა და დღეს ქადაგებდა პრესა და ტელევიზია, ახლა???? მარა ვაი,რომ იქაც აღმოჩდნენ გამყიდველი ქვეყნის მმართველები და ამერიკის ხელშეწყობით თავზე დაგვამხეს სოციალიზმი.) სსრკ-ში და ამიტომ არ გინდა სხვების მონაყოლის გამეორება, ეს იგივეა ბავშვმარომ თქვა უი იცი რა კარგია კოკაკოლაო, შენ რა იციო, დაგილევიაო, არა ბადრომ მომიყვაო.
ლევანი
09 ივლისი 2020 09:22
16
პრავი არა ხარ ლევონ-ჯან.
გაიტანეთ გრენლანდია
14 ივლისი 2020 12:27
0
მთავრობა პრორუსი გვყავს იმაზე არ გაქვთ ასეთი რეაქცია და რა გადაეკიდეთ ამ სპორტს , სადაც დიდ ფულებს აძლევენ და ევროლიგის მოგების შანსი აქვს იქ წავა .
Nl
08 ივლისი 2020 13:35
30
"200 წელი ეს არმია იცავდა მათ. მის გარეშე ახლა ირანელებს ან თურქებს უნდა უცვივდებოდნენ მუხლებში"
არც ნაცი, არც ქოცი
08 ივლისი 2020 16:22
37
ნუ ემონებით და ავრცელებთ რუსულ აბსურდულ პროპაგანდას!
პატრიოტთა ალიანსი
09 ივლისი 2020 13:16
1
ამათზე იძახით ხო, სპორტი სხვაა და პოლიტიკა სხვაო :)
ოლა
14 ივლისი 2020 16:29
0
ნეტა მოეხერხებინა ერთხელ ვოვასთან დაწოლა დედაჩემს, ძმა მეყოლებოდა პუტინის შვილი...
odala
08 ივლისი 2020 15:29
32
შენი ჩოლკიანი რუსლანი...
ქართველი
08 ივლისი 2020 15:46
2
სირცხვილია ბიჭო ნუ აპრავებთ!!! არ დარჩენილა უწყება საქართველოში,რომელმაც აზრი არ გამოთქვა და არ გააპრავა ეს უთავმოყვარეო საქციელი. ეს ყველაფერი ძალიან ცუდია და ეს ახალი ამბავი არაა. 1921 წელს,ახალგაზრდებმა იბრძოლეს ქვეყნის დასაცვად და მამების თაობა დაჭყეტილი თვალებით იყურებოდნენ რუსეთისკენ. ეხლაც ესეა,განათლებული ახალგაზრდა ებრძვის რუსულ ოკუპაციას და არ უსმენს მამების თაობას,ხოლო თხადაგიგოს უცოდინარი ახალგაზრდა ადვილად დასამუშავებელია. ზემოთ კარგად არის დადასტურებული,რომ არ არსებობს ორი რუსეთი. ის ერთია და იქ მეფობს ტირანია.რატო ფიქრობენ,რომ ვიკტორა სანიკიძე და მანუჩარა მარკოიშვილის აზრი ვინმეს ადარდებს? გაუნათლებლობა ჩვეულებრივი ამბავი როა ქართულ სპორტში ესეც გეცოდინებათ. მიშა ყაველმაშვილმა იმაზეც თქვას მადლობა განათლების გარეშე რო ზის პარლამენტში და შეეშვას გაპრავებას. ჩვეულებრივ მოქალაქეებს,რომლებიც ნაცს დამიძახებენ უეჭველად ვეტყვი,რომ ამ ქვეყნსი თავისუფლებისთვის ბრძოლა უმცირესობების გმირობებზე დგას და მათი დაღვრილი სისხლით არის მოტანილი დღემდე ეს ქვეყანა.მაშინ როცა გარსევან და ალექსანდერე ჭავჭავაძეები ეკატერინესთან ფულს ითვლიდნენ,კახელი გლეხი ერეკლეს გვერდზე იბრძოდა. მაშინ როცა თორნიკე შენგელია ცსკში ფულს ითვლის,ქართლელი ვაჟკაცი გახელაძე ოკუპანტებთან დაჩოქებას არ აპირებს. გიხარიათ ეს ფაქტი და გიხაროდეთ,მოვა თქვენი დროც. ისტორია გთავაზობთ იდგეთ სწორ მხარეს და როცა ამას არ აკეთებთ,მაშინ გაიხსენეთ ყორღანაშვილი. ეს საქმე ესე არ დამთავრდება.ადმინ,თუ დაბლოკო შენი იყო პუტინი და ჟირინოვსკი
ზედა მეზობელი
14 ივლისი 2020 07:49
0
ჩემს დედას ძალიან მოსწონდა პუტინი... მეც მიყვარს ვოვა.
odala
08 ივლისი 2020 15:27
26
აზრზე ხართ რა .... ია რუსეთი? აქაც კი ტროლები ყავს.. რამდენს გიხდიან ძლიერო? ფულს გაძლევენ თუ იუბილარნოეს პეჩენიებს?
ქართველი
08 ივლისი 2020 15:51
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული