ვიქტორ სანიკიძე: მახარებს შენგელიას ცსკა-ში გადასვლა - ის ევროლიგის საუკეთესო ფორვარდია

AutoSharing Option
რუსულ პრესაში თორნიკე შენგელიას ცსკა-ში სავარაუდო ტრანსფერისა და ამ მოვლენისადმი ქართველი გულშემატკივრების რეაქციის შესახებ ბევრი იწერება. ცხადია, რუსებს ძალიან უნდათ შენგელიას თავიანთ გუნდში გადასვლა. ამჯერად აღნიშნულ თემას წერილი "სპორტ-ექსპრესმა" მიუძღვნა და ბერძნული "არისის" სპორტული დირექტორის, ვიქტორ სანიკიძის კომენტარიც გამოაქვეყნა, რომელიც 2014/15 წლების სეზონში ყაზანის "უნიკსში" თამაშობდა.

"მოსალოდნელი იყო, რომ ამ გადასვლაზე ზოგიერთ ქართველს ასეთი რეაქცია ექნებოდა. რას იზამ? მე და მარკოიშვილიც ვთამაშობდით რუსეთში, მაგრამ მე მუდამ ვმიჯნავდი სპორტსა და პოლიტიკას. თორნიკეს შემთხვევაშიც იმავეს გაკეთებაა საჭირო. მას უყვარს თავისი ქვეყანა და
ნამდვილი პატრიოტია. თუმცა ყოველთვის მოიძებნება ხალხი, რომელიც სპორტსა და პოლიტიკაში ვერ ერკვევა. როგორც ჩანს, მათთვის ხელსაყრელია სხვისი კრიტიკა და შეურაცხყოფა... მე მახარებს მისი ცსკა-ში გადასვლა. ის ევროლიგის საუკეთესო ფორვარდია და ტურნირის ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ გუნდს შეუერთდება.

ცსკა-ში ძალიან მძლავრი გუნდი შენდება. რასაკვირველია, ისინი ერთადერთ მიზანს დაისახავენ - ევროლიგის მოგებას. დღესდღეისობით ბაზარზე სხვა კლუბები ასეთი აქტიურები არ არიან და ისინი 2020/21 წლების სეზონის ფავორიტები გახლავთ.

ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებდით, ვვარჯიშობდით, ვთამაშობდით, გასახდელში კი პოლიტიკაზე არასოდეს რ ვსაუბრობდით. მერწმუნეთ, უამისოდაც საკმარისია სასაუბრო თემები", - ციტირებს სანიკიძეს გამოცემა.

ბოლოს "სპორტ-ექსპრესი" რეზიუმეს აკეთებს: "შენგელიას გადასვლა ცსკა-ს ფანებს გუნდის კაპიტან კაილ ჰაინსს დაავიწყებს, რომელიც ზაფხულში "მილანში" გადაბარგდა. ახალი კაპიტანი ჯერ არ აურჩევიათ. საუბარი იყო რუს მოთამაშეებზე - ნიკიტა კურბანოვსა და სემენ ანტონოვზე. არაა გამორიცხული, მწვრთნელმა დიმიტრის იტუდისმა არჩევანი პირველივე საწვრთნელი შეკრების შემდეგ გააკეთოს. ასეთ შემთხვევაში ქართველ ახალწვეულს ექნება შანსი, პირველივე სეზონში არმიული კოლექტივის გუნდისთავი გახდეს".

მკითხველის კომენტარები / 28 /
მთელი цска ქართველებით რომ იყოს დაკომპლექტებული, მაინც გამიხარდება მისი დამარცხება. გამარჯვება კი გულს მატკენს, ამ გუნდში გადასვლა კი არა ამ შესაძლებლობის დაშვებაც კი დამამცირებელია და შეურაცმყოფელი.
ვეტერანი
09 ივლისი 2020 11:37
1
კლავიატურის ვეფხვებო აგვისტო მოდის და იქნებ დიდგორობა აღნიშნოთ თუ ერთი ადგილი გაქვთ მაგრამ ვერ გაბედავთ გეშინიათ თურქები არ გაბრაზდნენ და თქვენი ცოლები და დედები უკან არ მოგიყარონ მათი რჩენის თავი კი თქვენ არა გაქვთ ან იქნებ აზერბაიჯანის მიერ დავითგარეჯის მიტაცება გააპროტესტოდ ან ის რომ საინგილოში ერთადერთ ქართულ ეკლესიაში გრაფიკით უშვებენ მღვდელს.ასეთ სიტუაციებში მუხლი გიკანკალებთ და ენა გებმებათ.50-მა კაცმაც კი რომ აღნიშნოს დიდგორში გამარჯვების დღე ეს უდიდესი გამარჯვება იქნება მაგრამ სადა გაქვთ მაგისი თავი.
90
09 ივლისი 2020 08:22
26
სამწუხაროა,მაგრამ ფაქტია, რომ სუფრასთან და კლავიატურასთან ვაიპატრიოტობს ბევრი და საქმე საქმეზე რომ მიდგება, დიდგორობის აღსანიშნავად არათუ მივა, არამედ პირში წყალს იგუბებენ უნდა აღუნიშნოს თუ არა დიდგორობა...
გიო
09 ივლისი 2020 12:45
5
რუსის ჯარის შემოსვლაც გახარებს!?
ბარსა
09 ივლისი 2020 11:00
4
Giorgi shermadini saqartvelos nakrebis kapitani! Shengelia davai dasvidania .
Gio
09 ივლისი 2020 11:32
1
Gio shermadini saqartvelos kapitani...shengelov davai dasvidania!
Gio
09 ივლისი 2020 11:53
7
ვინ რას აათამაშებს ეს ჯერ კიდე საკითხავია. მარა ვინც წითელ ხიდზე არ მდგარა რიგში, ვინც რუსეთისგან დაზარალდა, ვისაც შვილები მოუკლეს, სახლებიდან გამოყარეს და გადაუწვეს ვინსაც გული შეტკივა იმ საჯიშე ბიჭებზე, იმ ქალებზე და ბავშვებზე 90-იან წლებიდან მოყოლებულია რუსეთი ჟლეტდა და ნორმალური, მშვიდობიანი ცხოვრება არ უნდახია, იმ ხალხს რას ეუბნება მსგავსი გადაწყვეტილების მიმღები ხალხი? პატრიოტიზმს რაც შეეხება მაგ ვისაც ყველაზე მეტად მოეთხოვება იმათ მიუთითე რადგან ყველამ იცის ვინ იდგა წითელ ხიდზე რიგში და შენც გეცოდინება იმედია
სანდრო-s
09 ივლისი 2020 12:07
3
თუ გადავიდა, შერმადინი უნდა დაინიშნოს მეორე დღესვე კაპიტნად!
სიმონი
09 ივლისი 2020 12:02
1
მიდით ლომებო დასცხეთ, დაკორტნეთ ერთი კალათბურთელი გყავთ და ისიც მიაჩმორეთ სხვა რა შეგიძლიათ ისე საღამოობით ალიევის ძეგლთან ყვავილების მიტანა არ დაგავიწყდეთ.
90
09 ივლისი 2020 11:47
14
ბიჯო, ვიქტორ, არ გაგიგია მაინც, რომ დუმილი ზპგჯერ ოქროზე მეტია? გაჩუმდი მაინც შე კაცო. ეგეთ სისულელეებს შენი პრეზიდენტიც კი არ ამბობს. მიქარე და ითამაშე რუსეთში? ჰოდა ეხლა მაინც გაჩუმდი. თუ ვინც თქვენსავით არ იმუშავა ან არ ითამაშა იქ, ვეღარა ვართ ცოცხლები? არავითარი გამართლება არ აქვს თქვენს ეგეთ საქციელს, თუ რეალურად არ იბრძოლებთ რუსეთში საქართველოს გადასარჩენად!!
სიმონი
09 ივლისი 2020 11:44
5
ამდენი პატრიოტი თუ ყავდა საქართველოს 2008 ში რიგები რატო იყო წითელ ხიდზე ? თორნიკე მიდი ძმაო შენ ამათ უყურო მშიერი დარცები და ესენი კიდე რუსმა კაი ფული რო შეთავაზოს ერთ ადგილს ხელათ აათანმაშებენ.
სანდრო
09 ივლისი 2020 11:47
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული