ვიქტორ სანიკიძე: მახარებს შენგელიას ცსკა-ში გადასვლა - ის ევროლიგის საუკეთესო ფორვარდია

AutoSharing Option
რუსულ პრესაში თორნიკე შენგელიას ცსკა-ში სავარაუდო ტრანსფერისა და ამ მოვლენისადმი ქართველი გულშემატკივრების რეაქციის შესახებ ბევრი იწერება. ცხადია, რუსებს ძალიან უნდათ შენგელიას თავიანთ გუნდში გადასვლა. ამჯერად აღნიშნულ თემას წერილი "სპორტ-ექსპრესმა" მიუძღვნა და ბერძნული "არისის" სპორტული დირექტორის, ვიქტორ სანიკიძის კომენტარიც გამოაქვეყნა, რომელიც 2014/15 წლების სეზონში ყაზანის "უნიკსში" თამაშობდა.

"მოსალოდნელი იყო, რომ ამ გადასვლაზე ზოგიერთ ქართველს ასეთი რეაქცია ექნებოდა. რას იზამ? მე და მარკოიშვილიც ვთამაშობდით რუსეთში, მაგრამ მე მუდამ ვმიჯნავდი სპორტსა და პოლიტიკას. თორნიკეს შემთხვევაშიც იმავეს გაკეთებაა საჭირო. მას უყვარს თავისი ქვეყანა და
ნამდვილი პატრიოტია. თუმცა ყოველთვის მოიძებნება ხალხი, რომელიც სპორტსა და პოლიტიკაში ვერ ერკვევა. როგორც ჩანს, მათთვის ხელსაყრელია სხვისი კრიტიკა და შეურაცხყოფა... მე მახარებს მისი ცსკა-ში გადასვლა. ის ევროლიგის საუკეთესო ფორვარდია და ტურნირის ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ გუნდს შეუერთდება.

ცსკა-ში ძალიან მძლავრი გუნდი შენდება. რასაკვირველია, ისინი ერთადერთ მიზანს დაისახავენ - ევროლიგის მოგებას. დღესდღეისობით ბაზარზე სხვა კლუბები ასეთი აქტიურები არ არიან და ისინი 2020/21 წლების სეზონის ფავორიტები გახლავთ.

ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებდით, ვვარჯიშობდით, ვთამაშობდით, გასახდელში კი პოლიტიკაზე არასოდეს რ ვსაუბრობდით. მერწმუნეთ, უამისოდაც საკმარისია სასაუბრო თემები", - ციტირებს სანიკიძეს გამოცემა.

ბოლოს "სპორტ-ექსპრესი" რეზიუმეს აკეთებს: "შენგელიას გადასვლა ცსკა-ს ფანებს გუნდის კაპიტან კაილ ჰაინსს დაავიწყებს, რომელიც ზაფხულში "მილანში" გადაბარგდა. ახალი კაპიტანი ჯერ არ აურჩევიათ. საუბარი იყო რუს მოთამაშეებზე - ნიკიტა კურბანოვსა და სემენ ანტონოვზე. არაა გამორიცხული, მწვრთნელმა დიმიტრის იტუდისმა არჩევანი პირველივე საწვრთნელი შეკრების შემდეგ გააკეთოს. ასეთ შემთხვევაში ქართველ ახალწვეულს ექნება შანსი, პირველივე სეზონში არმიული კოლექტივის გუნდისთავი გახდეს".

მკითხველის კომენტარები / 28 /
აქ საუბარი "ცსკა"-ზეა,ხიმკიში რომ გადასულიყო არავინ არაფერს არ იტყოდა
3
09 ივლისი 2020 11:32
5
რატომ ცდილობთ ამოეფაროთ იმ აზრს რომ სპორტი და პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ და ასე გაიმართლოთ თავი! ავიღოთ ინგლისისა და საფრანგეთის დაპირისპირება ალბათ გეცოდინებათ ამ ორ განვითარებულ ქვეყანაშიც კი პოლიტიკურად უდგებიან სპორტში ერთმანეთის დაპირისპირებას... ეს მხოლოდ ფაქტებია ბატონებო და არა სიბნელე, ბუნებრივია რომ სპორტში პოლიტიკის ელემენტებს ვხედავთ!!!
ara
09 ივლისი 2020 12:28
3
Каха, родненький, приезжай, мы тебя с нетерпением ждем! Ждем не дождемся, солнышко. От имени Наташи, Оли, Зины, Квтюши и всех москвичек.))))
Лариса Ивановна, Москва
09 ივლისი 2020 12:20
2
ვიკა ამისთანა რა მოწიე? რა ცსკას კაპიტნობა...
papa
09 ივლისი 2020 20:25
1
მეტი საკმე არა გაკვტ ჰენგელია კი არა კვეკანა დაგვემხო ტავზე კველა გასუსულები ხარტ ანგელოზი ბავჰვი მოკლეს და ვიტომ არაპერი ვის რაჰი აინტერესებს ჰენგელია ტორე მაგიც მკავს აბდულ ჯაბარი ერტი რიგიტი პულის ხარბი კალატბურტელია სპორტსმენობა ჰტამომავლობიტ გადადის მამამისი მერე ეს მერე მაგის ჰვილი მერე მისი და ადან დალი დანდალი ვაი ტკვენ პატრონს
lekso kutaisi
09 ივლისი 2020 10:33
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული